Sunday, March 17, 2019

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 30 მარტს გაიმართება. როგორც გაირკვა, პირველ ტურში 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა კანდიდატებმა ვერ შეძლეს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
პროდასავლური პარტია „ პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა ზუზანა ჩაპუტოვამ ხმების 40,53% მოიპოვა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილმა მოადგილე მაროში შეფჩოვიჩმა მხოლოდ 18.7%.
სლოვაკეთის პრეზიდენტობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა. პრეზიდენტს სლოვაკეთში 5 წლის ვადით ირჩევენ. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment