Sunday, March 17, 2019

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტის გათვალისწინებით, შეიქმნება მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწების ბალანსს შეადგენს და მისი კლასიფიკაციის თუ სტატუსის ფარგლებში შესაბამის ანალიზს გააკეთებს.
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას 18 მარტიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაიწყებს. 
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების თაობაზე პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს - ეს არის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონი და კანონი “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“, რომელსაც 18 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა.  
ორგანული კანონპროექტის ძირითადი პრინციპებია - საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით; მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა; ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.
კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში.
უცხოელებისთვის მიწების გასხვისებაზე პარლამენტმა მორატორიუმი 2017 წლის 16 ივნისს დააწესა. 2017 წლის 26 სექტემბერს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, წერია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით რეგულაციები ორგანული კანონით განისაზღვრება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 2018 წლის 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment