Sunday, March 17, 2019

ხურვალეთის მცხოვრებლები აქტივისტებს - "დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ"

სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი მათ სო­ფელ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შეს­ვლას ხმა­უ­რით შეხ­ვდნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის სი­ახ­ლო­ვეს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შე­იყ­ვა­ნეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს და­ვით ხუ­როშ­ვი­ლი­სა და გია ბა­ტო­ნი­საშ­ვი­ლის ბა­ღე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ბა­ღებ­თან სამ­ხედ­რო ფორ­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დნენ გუ­შინ.
"მავ­თულხლარ­თებ­თან იდ­გნენ, არ გად­მო­სუ­ლან, მე არ მი­ნა­ხავს ისი­ნი. ჩვე­ნი ბა­ღია, მე არ გავ­რბი­ვარ და თქვენ სად გარ­ბი­ხართ, დაგ­ვა­ნე­ბეთ თავი! თქვენ წახ­ვალთ და ჩვენ აქ უბე­დუ­რე­ბა­ში უნდა დაგ­ვყა­როთ", - ამ სი­ტყვე­ბით შეხ­ვდნენ ხურ­ვა­ლე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი აქ­ტი­ვის­ტებს.
.

კი­დევ ერთი მცხოვ­რე­ბი და­ვით სა­ღი­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ რუ­სებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ე.წ. სა­ზღვა­რი არ გად­მო­უ­ლა­ხავთ.
„თა­ვის გა­მო­ჩე­ნა, ან ქუ­ლე­ბის და­წე­რა უნ­დათ. რუ­სე­ბი ოკუ­პან­ტე­ბი არი­ან, მეც მებ­რძო­ლი ბიჭი ვარ და არც მე მინ­და რომ და­დი­ან, არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ მი­ვი­დეთ, ვე­ჩხუ­ბით, ვა­გი­ნოთ და ვლან­ძღოთ, ამით რა გა­მო­ვა? ომს მო­ვი­გებთ და ტე­რი­ტო­რი­ებს და­ვიბ­რუ­ნებთ?“ - გა­ნა­ცხა­და სა­ღი­რაშ­ვილ­მა.
მას შემ­დეგ რაც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა სო­ფე­ლი ხურ­ვა­ლე­თის შე­სას­ვლე­ლი და­ტო­ვეს, ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" აქ­ტი­ვის­ტმა და­ვით ქა­ცა­რა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ისი­ნი ახალ მო­თხოვ­ნას აყე­ნე­ბენ და ითხო­ვენ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ.
"ჩვენ აქე­დან მივ­დი­ვართ, მაგ­რამ ვა­ფიქ­სი­რებთ ჩვენს მო­თხოვ­ნას, რომ პო­ლი­ცია 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში პატ­რუ­ლი­რებ­დეს ბა­ღებ­ში. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს პატ­რუ­ლი­რე­ბას, რა­საც 21 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­წარ­მო­ებთ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან", - გა­ნა­ცხა­და ქა­ცა­რა­ვამ
ambebi.ge

No comments:

Post a Comment