Monday, March 11, 2019

მეგანი თავად უმზადებს ქმარს საჭმელს და საკუთარ თავზეც თვითონ ზრუნავს - ჰერცოგინიას ძალიან ცოტა დამხმარე ჰყავს


მე­გან მარ­კლის ახლო მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ას არც მზა­რე­უ­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა და არც ვი­ზა­ჟის­ტი, ამის შე­სა­ხებ Express წერს. მე­გა­ნი ყო­ველ ღამე თა­ვად ამ­ზა­დებს საჭ­მელს რო­გორც თა­ვის­თვის, ასე­ვე - ქმრის­თვის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„გა­სულ თვეს ვი­ყა­ვი მას­თან, სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. მე და ჰარი ძაღ­ლებ­თან ერ­თად ვის­ხე­დით, ვსა­უბ­რობ­დით, მე­გა­ნი ფრჩხი­ლებს იღე­ბავ­და. გარ­და ქორ­წი­ლი­სა, ყვე­ლა სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ის თვი­თონ იკე­თებს მა­კი­აჟს, თა­ვად არ­ჩევს სა­მოსს...“ - ამ­ბობს გა­მო­ცე­მის წყა­რო.
მი­სი­ვე თქმით, წყვი­ლის კო­ტე­ჯი კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე­ში „პა­ტა­რა და მყუდ­როა“, მო­სამ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, ჰერ­ცო­გი­ნია თა­ვად აკე­თებს სახ­ლში ყვე­ლა­ფერს.
მარ­კლის ხუთი ახლო მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­ფო ოჯახ­ზე არა­ფერს ამ­ბობ­დნენ, მი­იჩ­ნევს, რომ დროა, ხმა ამო­ი­ღონ მე­გობ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ და მე­გა­ნის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე თქვან.
ჰარი და მისი ცოლი პირ­ველ ბავ­შვს გა­ზა­ფხულ­ზე ელო­დე­ბი­ან. მარ­კლის მე­გობ­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუდ­მი­ვი ზე­წო­ლა მო­მა­ვალ დე­და­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს.
„არ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს ასე­თი ემო­ცი­უ­რი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნო, გან­სა­კუთ­რე­ბით - ორ­სულს,“ - ამ­ბო­ბენ მე­გა­ნის მე­გობ­რე­ბი.
მა­ნამ­დე კი, ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე­ზე გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მარ­კლმა გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში არც და­დე­ბით და არც უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს მის შე­სა­ხებ არ კი­თხუ­ლობს, რად­გან ასე „უფრო და­ცუ­ლად გრძნობს თავს“.
ჰერ­ცო­გი­ნი­ამ ჰა­რი­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე „ფე­ის­ბუ­ქის“, „ინ­სტაგ­რა­მის“ და „ტვი­ტე­რის“ გვერ­დე­ბი გა­ა­უქ­მა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment