Sunday, March 10, 2019

რა დამოკიდებულება არსებობს მსოფლიოში ქალის ასაკის მიმართ

Nivea-ს ახალი მუზა მონიკა ბელუჩია, L'Oréal Paris-ის იზაბელ აჯანი, Lancôme-სსარეკლამო კამპანიისთვის კი იზაბელა როსელინი პოზირებს. 50 წელს გადაცილებული ქალები სულ უფრო პოპულარულები და მიმზიდველები ხდებიან სარეკლამო ინდუსტრიისთვის. იცვლის თუ არა საზოგადოება ქალის ასაკის მიმართ აღქმასა და დამოკიდებულებას? ამ კითხვას Le Figaro სვამს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

71 წლის მსახიობი გლენ კლოუზი ამბობს, რომ 60 წლის ადამიანებსაც შეუძლიათ "ინტიმური ცხოვრებით ტკბობა". ასეთივე მოსაზრება აქვს რეიმსის უნივერსიტეტის პროფესორს კამილა ფრუადვო-მეტერის. მისი თქმით, 50 წელს გადაცილებული ქალები გაცილებით თავისუფლად, ჩარჩოების გარეშე უყურებენ საკუთარ სხეულს, "ისინი აღარ არიან მორცხვები თავისი თავისუფლების მოთხოვნისა და არჩევანის გაკეთების დროს", - ამბობს პროფესორი. 
სოციოლოგი მიშელ ფერანი აცხადებს, რომ "ახალგაზრდობის კულტი" ჯერ ისევ მტკიცეა. კამილა ფრუადვო-მეტერის თქმით, 50 წელს გადაცილების შემდეგ უფსკრული ღრმავდება. "ჩვენი ესტეთიური კულტურა ხანში შესულ კაცებს აწინაურებს, ქალებს კი ეს არ ეხებათ. რატომ? იმიტომ, რომ როცა მათ თვიური უწყდებათ, ბავშვის გაჩენა აღარ შეუძლიათ, აიძულებენ იფიქრონ, რომ აღარ არიან სასურველები. მათ არ აქვთ დაბერების უფლება", - ამბობს მეტერი. თუმცა პროფესორი დასძენს, რომ დღეს 50 წელს გადაცილებული ქალები როგორც სამსახურებრივად, ასევე სექსუალურადაც აქტიურები არიან და ხშირად "მეორე ახალგაზრდობას განიცდიან შვილების სახლიდან წასვლის შემდეგ". აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი განსხვავებაა სოციალურ წარმოდგენებსა და ქალების რეალურ ცხოვრებას შორის. 
"ქალები ცხოვრების თითოეულ ეტაპზე იმ სტერეოტიპებს ეჯახებიან, რომლებიც მათ ბიოლოგიურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ეს კი იმის ბრალია, რომ ძირითადად, კორპორატიული კულტურა სექსისტურია", - ამბობს JUMP-ის კოორდინატორი მარი ალიბერი, ასოციაცია, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით მუშაობს. 
"20 წლის ასაკში მათ სექსუალური და რეპროდუქციული შესაძლებლობების მიხედვით აფასებენ, 30-40 წლებში დედობა რისკად აღიქმება: მათ ან არ ასაქმებენ, ან პირველად უწევთ ხელფასთან დაკავშირებულ უსამართლო გადანაწილებასთან შეჯახება. 50 წლის ქალები (მენოპაუზის პერიოდი) კი ფსიქიკურად არასტაბილურად მიაჩნიათ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სტერეოტიპებისგან საზოგადოების გათავისუფლება ახალი თაობის ფემინისტებს შეუძლიათ. "საზოგადება უფრო მეტად ფემინისტური თუ გახდება, მაშინ ქალები აღარ შეფასდებიან მათი სექსუალობისა და რეპროდუქციული ფუნქციის მიხედვით, რამდენიმე წლის შემდეგ კი ისინი გაბედავენ რომ უფრო მაღალი პოზიციები დაიკავონ და სექსიზმსა და ხელფასთან დაკავშირებულ უთანასწორო საკითხებს ებრძოლონ", - ფიქრობს მარი ალიბერი.

No comments:

Post a Comment