Sunday, March 10, 2019

სტოკჰოლმის პოლიცია ავტობუსის აფეთქებას ტერაქტად არ განიხილავს

სტოკჰოლმის ცენტრში ავტობუსი აფეთქდა, თუმცა როგორც პოლიცია აცხადებს მომხდარი ტერორისტულ აქტად არ განიხილება. ავტობუსში მგზავრები არ ყოფილან. ინფორმაციას Fox New-ი AP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვა დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციის პრესსპიკერის თქმით, ტრანსპორტი გაზზე მუშაობდა. როგორც ამბობენ, ის გვირაბის კედელს შეეჯახა და აფეთქებაც ამან გამოიწვია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment