Wednesday, March 13, 2019

რონალდუ:„მე დღეს ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ მხარს „რეალის“ ბევრი ქომაგი მიჭერდა“

კრიშტიანო რონალდუმ „ატლეტიკოსთნ“ საოცრება შეძლო და ჰეთ-თრიკი შეასრულა...

„უბედნიერესი ადამიანი ვარ და დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ღამეები გადიოდა, მე კი ამ მატჩზე ვფიქრობდი, არნახული მოტივაცია მქონდა და მჯეროდა, რომ 1/4 ფინალში გავიდოდით.“

„ამ ჰეთ-თრიკის შემდეგ მსურს, რომ მივმართო „რეალის“ გულშემატკივრებს, რომლებიც აქტიურად მიჭერდნენ მხარს და სოციალურ ქსელებშიც ღიად გამოხატავდნენ თავიანთ სურვილებს. ბედნიერი ვარ და ვთვლი, რომ ეს დღე ნამდვილად ღირდა იმ ნერვიულობად, რომელიც გავიარეთ. დიდი მადლობა სამეფო კლუბის ქომაგებს.“
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment