Wednesday, March 13, 2019

ახალი დეტალები გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე - "კვირას ექიმის დახმარება დასჭირდა..."

29 წლის ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას, რომ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე დღეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, 11 მარტს ექი­მის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რეზო ქო­ბა­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­ზუს­ტებ სხვა­დას­ხვა წყა­როს­თან. ბო­ლოს რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვი­ღე, იყო ის, რომ თა­გი­ლო­ნი­დან მი­იყ­ვა­ნეს ექი­მი ნა­ბა­კე­ვის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე, სხვა დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ", - აღ­ნიშ­ნა მან.
მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ბა­კე­ვი-თა­გი­ლო­ნის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. ქო­ბა­ლი­ას თქმით, გარ­დაც­ვლილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ დრომ­დე აზუს­ტე­ბენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში გარ­დაც­ვლილს 2010 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გოგო ჰყავს და სე­ნაკ­შია მი­წე­რი­ლი.
სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ცხელ ხაზ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გა­ლის რა­ი­ონ­ში 29 წლის ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ, რო­მე­ლიც დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თავი მო­იკ­ლა.ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დი ცხე­ლი ხა­ზით, დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ონ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ირაკ­ლი თა­მა­ზის ძე კვა­რა­ცხე­ლი­ას თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტს. მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.
სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment