Wednesday, March 6, 2019

"სასწრაფო მეზობელმა გამოიძახა... გარდაცვლილი, ექიმის ძმა აღმოჩნდა" - ვინ იყო გლდანში CO-ს გაჟონვის შედეგად დაღუპული მამაკაცი

გლ­დან­ში, III ა მოკ­რო­რა­ი­ონ­ში, CO-თი მო­წამ­ვლის შე­დე­გად 33 წლის მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან ბუ­თხუ­ზია, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად. ბუ­თხუზს მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, გარ­დაც­ვლი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მი­სუ­ლი სას­წრა­ფოს ექი­მის ძმა აღ­მოჩ­ნდა. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნალს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.
AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რივ­მა უამ­ბო, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა, რად­გან სახ­ლში გა­ზის სუნი იგ­რძნო. რო­გორც გა­ირ­კვა, გაზი მათ სახ­ლში მე­ზობ­ლი­დან ჟო­ნავ­და. ექი­მე­ბი ზედა სარ­თულ­ზე ავიდ­ნენ, სა­ი­და­ნაც ივა­რა­უ­დეს, რომ სუნი მო­დი­ო­და, ბი­ნის კარი შე­ამ­ტვრი­ეს და ასე შე­აღ­წი­ეს ბი­ნა­ში.
,
"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია... სას­წრა­ფო მე­ზო­ბელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა, მათ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ექი­მე­ბი და მა­ლე­ვე გა­ირ­კვა რომ გაზი მათი სახ­ლი­დან არ ჟო­ნავ­და. ზედა სარ­თუ­ლის კარი შე­ამ­ტვი­რი­ეს და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი დახ­ვდათ. გარ­დაც­ვლი­ლი სას­წრა­ფოს ექი­მის ძმა აღ­მოჩ­ნდა... მე­ო­რე ახლგაზ­რდა ამ დრომ­დე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია” - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რივ­მა.
"ყა­ზტრანსგა­ზის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა აკ­რძა­ლუ­ლი ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის მოხ­მა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მყო­ფი ერთი ადა­მი­ა­ნი CO-თი გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კუს­ტა­რუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის საკ­ვამ­ლე მილი, ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არხზე ჰქონ­და მი­ერ­თე­ბუ­ლი, რა­მაც CO-თი ამა­ვე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მყო­ფი ორი მე­ზობ­ლის მო­წამ­ვლა გა­მო­იწ­ვია.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment