Thursday, March 14, 2019

Facebook-ში დასაქმებულები ნაცნობების დასახმარებლად სპეციალურ ცხელ ხაზს იყენებენ

ამერიკული მედია წერს, რომ სპეციალურად Facebook-ში დასაქმებული ადამიანებისთვის არსებობს ცხელი ხაზის მაგვარი სერვისი, რომლის მეშვეობითაც ხარვეზებზე პრიორიტეტული ადამიანებისთვის რეაგირება უფრო სწრაფად ხდება. ამის შესახებ CNBC წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„კარგია თუ Facebook-ში ნაცნობი გყავს“, - დასძენს CNBC-სთან ლაპარაკისას ყოფილი გაყიდვების აგენტი. 
ირკვევა, რომ Facebook-ში დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა ახლობელ ადამიანებს უფრო სწრაფად აღმოუჩინონ დახმარება, ვიდრე ამას „რიგითი“ მომხმარებლები შეძლებენ. ლაპარაკია ანგარიშის შეჩერებაზე ან პაროლის დავიწყებაზე. გამოცემის ინფორმაციით, ამისთვის კომპანიის თანამშრომლები მოთხოვნას შიდა სერვერებზე აგზავნიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია Facebook-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა და დასძინა, რომ სერვისი პრობლემის გასაჩივრების საუკეთესო გზა არ არის. 
როგორ გავასაჩივროთ პრობლემა Facebook-ზე. ინსტრუქციისთვის წაიკითხეთ სტატია ამ ბმულზე
პარალელურად გაირკვა, რომ Facebook-ი კომპანიაში დასაქმებულებს ყოველთვიურად 250 დოლარს აძლევს, რომელიც მათი სურვილის მიხედვით ნებისმიერი ბიზნესის სასარგებლოდ შეიძლება იყოს გამოყენებული.
13 მარტს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება განიცადა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment