Tuesday, March 12, 2019

NASA-ში მარსზე ქალის გაგზავნას გეგმავენ

NASA-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ წითელ პლანეტაზე პირველმა შესაძლოა ქალმა დადგას ფეხი. ამის შესახებ CNN-ი წერს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჯიმ ბრაიდენსტაინმა მეცნიერულ და ტექნოლოგიურ რადიო პროგრამაში - Science Friday („მეცნიერების პარასკევი“) გააჟღერა ინფორმაცია, რომ მარსზე პირველი შესაძლოა ქალი აღმოჩნდეს. 
NASA-ს ადმინისტრატორი კონკრეტულ ადამიანს არ ასახელებს, მაგრამ განმარტავს, რომ ქალი კოსმოსური სააგენტოს გეგმების წინა პლანზე დგას. 
რადიოშოუში ლაპარაკისას ბრაიდენსტაინს Twitter-ის მომხმარებელმა კითხვა დაუსვა, რაც მთვარეზე 2028 წლის მისიაში ქალის თანამონაწილეობაში გამოიხატებოდა. NASA-ს ხელმძღვანელმა რადიოს მსმენელის კითხვას პასუხი გასცა და დასძინა, რომ მთვარეზე დაგეგმილ მომდევნო მისიაში ქალი იქნება.
პარალელურად  ირკვევა, რომ თვის ბოლოს, ისტორიაში პირველად ღია კოსმოსურ სივრცეში 29 მარტს მხოლოდ 2 ასტრონავტი ქალი ერთად გავა, სადაც დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ერთად ჩაატარებენ სამუშაოებს. 1984 წელს რუსი სვეტლანა სავიცკაია იყო პირველი ქალი იყო, რომელმაც ღია კოსმოსში დაახლოებით 4 საათი იმუშავა.
NASA-ს ინფორმაციით, კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტების 34%-ს ქალები შეადგენენ
წითელ პლანეტაზე სავარაუდო ექსპედიცია 2030 წელს არის დაგეგმილი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment