Tuesday, March 12, 2019

იტალიაში აუცრელი ბავშვები სკოლაში ვერ ივლიან

იტალიაში აუცრელი ბავშვები სკოლაში ვერ ივლიან - წერს BBC 
ბავშვების მშობლებს მოუწევთ დამტკიცება, რომ მათ შვილებს ყველა ვაქცინა გაკეთებული აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სკოლაში არ დაიშვებიან. ახალი კანონის მიხედვით, სკოლაში მისვლამდე ბავშვებს ყველა აუცილებელი ვაქცინა უნდა ჰქონდეს გაკეთებული. მათ შორის, ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა ყბაყურა, წითელა, ჩუტყვავილა და პოლიომიელიტი.
თუ მშობელი აუცრელ ბავშვს სკოლაში მაინც გაუშვებს, ჯარიმის სახით 500 ევროს გადახდა მოუწევს. სკოლებს და ბაღებს უფლება ექნებათ, ექვს წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვები გარიცხონ.
იტალიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია ვერ შეასრულა და ვაქცინირებულთა რაოდენობამ 80%-ზე ნაკლები შეადგინა. კანონის მიღება მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment