Thursday, March 14, 2019

Toyota ხალხს მთვარეზე წაიყვანს

10 წელიწადში Toyota მთვარეზე ხალხის ტრანსპორტირებას გეგმავს. ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის გუნდი იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ელექტროტრანსპორტს ქმნის. ამის შესახებ CNN-ი წერს. 
მთვარის გარშემო „მოხეტიალე“ ტრანსპორტის გაშვებას Toyota 2029 წელს გეგმავს. ე.წ. lunar rover-ი მთვარის ზედაპირზე ორი ადამიანის წაყვანას შეძლებს.
ტრანსპორტი ისეთი დიზაინის იქნება, რომ ასტრონავტები მასში ყოფნას სკაფანდრის გარეშე შეძლებენ. Toyota lunar rover-ის შექმნის შესაძლებლობას გასული წლის სექტემბერში განიხილავდა, თუმცა ახალი შეთანხმება კომპანიამ მიმდინარე კვირას იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან გააფორმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment