Sunday, April 7, 2019

თალაკვაძე დიღმის აფეთქებაზე: უნდა დამონტაჟდეს დეტექტორები

უნდა დამონტაჟდეს დეტექტორები, რომლებიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში განგაშის სიგნალს აგზავნიან," - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

,,ბუნებრივი აირის საკითხი მოხმარების პროცესში არის კომპლექსური და ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. რა თქმა უნდა მიმწოდებელი კომპანიაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა პარლამენტში მსჯელობა. ახლა არის მომენტი როცა უნდა გავააქტიუროთ რეგულაციები და საუბარია საცხოვრებელში დამონტაჟდეს სპეციალური დეტექტორები, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს და რეაგირებს. ეს უნდა გახდეს სავალდებულო. როგორ შეიძლება მოხდეს ამის უზრუნველყოფა უმოკლეს დროში და ვის ექნება ეს პასუხისმგებლობა, უახლოეს პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვეტთ," - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს დიღმის მასივის მე-4 მიკრორაიონში აფეთქება მოხდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ერთმა, 21 წლის ახალგაზრდამ სხეულის დამწვრობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვიცაა. ის 7 თვისაა.
აფეთქების შედეგად დაშავებული პირებიდან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის 3 ადამიანია, მათგან ერთ-ერთი დაშავებული მიხაილოვის სახელობის კლინიკიდან გადაიყვანეს. დაშავებულები ადგილზე მოინახულა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ამ დროისთვის სამივე პაციენტი კონტაქტურია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
imedinws.ge

No comments:

Post a Comment