Sunday, April 7, 2019

დღეს ხარებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

ხა­რე­ბა ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია. სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, ამ დღეს ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ამ­თან ერ­თად მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ეუ­წყა, რომ ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლი­სა და ცოდ­ვის სა­მუ­და­მო ტყვე­ო­ბის­გან იხ­სნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ლი­ლე­ის ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­და და ახა­რა, რომ მის­გან იშ­ვე­ბო­და ძე ღვთი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის მა­ცხო­ვა­რი. "გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნაა. კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის და კურ­თხე­ულ არს ნა­ყო­ფი მუც­ლი­სა შე­ნი­სა... და აჰა, ესე­რა შენ მუც­ლად-იღო და ჰშვა ძე და უწო­დი სა­ხე­ლი მისი იესუ".
ახა­ლი აღ­თქმის თა­ნახ­მად, ღმერ­თმა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი დე­დად ღვთი­სად მისი სიმ­დაბ­ლი­სა და სიმ­შვი­დის გამო გა­მო­ირ­ჩია. სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რა ია­რა­ღი­თაც იღ­ვა­წა ეშ­მაკ­მა ადა­მი­ან­თა და­ცე­მი­სათ­ვის, იმა­ვე ია­რა­ღით იხ­სნა კა­ცობ­რი­ო­ბა ქრის­ტემ - თუ ევას საქ­ცი­ელ­მა ადა­მის მოდ­გმას ცრემ­ლი მო­უ­ტა­ნა, ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­უვ­ლი­ნა.
ვნე­ბის კვი­რის შა­ბა­თის გამო, ეს დღე მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის მხო­ლოდ ზე­თი­თა და ღვი­ნით არის ხსნი­ლი.
დიდ­მარ­ხვა წელს 11 მარტს და­ი­წყო და 28 აპ­რილს, უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment