Thursday, May 30, 2019

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 17 წელია იძიებენ - რა კავშირი აქვს აფრასიძეებთან მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებას

2002 წლის 24 ივ­ლისს 15 წლის მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი წყნე­თი­დან გა­ი­ტა­ცეს. მომ­ხდა­რი­დან ორ დღე­ში ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. უკვე მეჩ­ვიდ­მე­ტე წე­ლია, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ საქ­მეს იძი­ებს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად, ინ­ტერ­პო­ლი დღემ­დე ეძებს მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვილს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა უწყე­ბა­ში მხო­ლოდ ის გან­გვი­ცხა­დეს, რომ მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ზე ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2002 წლის ივ­ლი­სის თვე­ში, დაბა წყნე­თი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნის - მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის, გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნე­ლი პირ(ებ)ის მიერ გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე, სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის No090050026 საქ­მე­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" და "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ AMBEBI.GE- სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას გა­ტა­ცე­ბის საქ­მე იმ პე­რი­ოდ­ში ძალ­ზედ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო და იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბო­და მე­დი­ით, რომ შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს დღემ­დე ახ­სოვ­დეს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბუ­რუ­სით მო­ცულ საქ­მეს ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავ­და: მზე­სუმ­ზი­რის გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი. ის ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი, რო­მე­ლიც წყნეთ­ში, სა­კუ­თარ უბან­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად წა­ვი­და, გამ­ტა­ცებ­ლებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­უჯ­და მან­ქა­ნა­ში. ამ ფაქ­ტმა საქ­მის მოწ­მეს გა­უ­ჩი­ნა ეჭვი, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ბავ­შის­თვის უცხო­ე­ბი არ იყ­ვნენ. გა­მო­ძე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, ფაქ­ტის შემ­სწრე ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვს მათი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­და კი­დეც. თუმ­ცა მან ვერ გა­იხ­სე­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი და ვერც კრი­მი­ნა­ლე­ბის სახე აღიდ­გი­ნა.
მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბი­დან მე­ო­რე დღეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მას და გო­გო­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 100 000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვეს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თან­ხა 70 ათას დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და. გო­გო­ნას მა­მამ 27 ივ­ლისს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს, მძე­ვა­ლი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მას შემ­დეგ გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯახ­საც აღარ და­კავ­ში­რე­ბი­ან.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მამა მხედ­რი­ო­ნე­ლი იყო, იმ დრო­ის­თვის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში გავ­ლე­ნი­ან პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შობ­და და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ოჯა­ხი ჰქონ­და. მა­შინ გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, თით­ქოს ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა მის მხედ­რი­ო­ნელ მა­მა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მა­მამ ორ­ჯერ გა­და­უ­ხა­და სო­ლი­დუ­რი თან­ხა გამ­ტა­ცებ­ლებს. თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ სხვა პი­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ მომ­ხდა­რით და რე­ა­ლუ­რი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე არც არა­სო­დეს გა­მო­სუ­ლან.
კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გო­გი­ნაშ­ვი­ლი თით­ქოს­და ძმებ­მა აფ­რა­სი­ძე­ებ­მა გა­ი­ტა­ცეს. 2006 წელს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მი­სა და კახა კა­ლა­ძის ძმის, ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის კონ­ტექ­სტში მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ვერ­სია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოთ­ქვეს.
სვა­ნეთ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რვა გვა­მი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი იყო. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გვა­მი იყო. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ უარ­ყო ეს ინ­ფორ­მა­ცია - დად­გინ­და, რომ ეს ცხედ­რე­ბი 19-ე სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი იყო. მა­შინ­ვე გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამით აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­და. ამ ვა­რა­უ­დის მარ­თე­ბუ­ლო­ბა გა­ამ­ყა­რა საქ­მის კი­დევ ერ­თმა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს­მა გა­რე­მო­ე­ბამ, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.
აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი, რო­მე­ლიც აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მუ­შად მუ­შა­ობ­და, ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა სვა­ნეთ­ში, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სახ­ლში. 2006 წელს შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხსნის ნა­ნახს ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი. უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბაც - ვი­დე­ო­ში მუ­რა­ვი­ო­ვი ყვე­ბა: "ოქ­ტომ­ბე­რი ან ნო­ემ­ბე­რი იყო, და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მე­ლიც იქ შეჰ­ყავ­დათ, შე­ვი­ტა­ნე შეშა, და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და, იქვე და­ვი­ნა­ხე გო­გოც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ეს გოგო მო­ტა­ცე­ბუ­ლი იყო".
მა­შინ მუ­რა­ვი­ო­ვის ად­ვო­კა­ტი, მა­რი­ნა ტა­ბა­ტა­ძე ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა პირ­მა კა­ლა­ძე და გო­გი­ნაშ­ვი­ლი ფო­ტო­ებ­ზე ამო­იც­ნო და და­ა­დას­ტუ­რა, რომ ისი­ნი აფ­რა­სი­ძის სახ­ლში ნახა.
მას შემ­დეგ, რაც "ვარ­დე­ბის ხე­ლისფლე­ბა" შე­იც­ვა­ლა, მუ­რა­ვი­ოვ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვის დრო­ზე იც­რუა, როცა თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი და კა­ლა­ძე აფ­რა­სი­ძე­ებ­თან ნახა. მისი თქმით, ასე­თი ში­ნა­არ­სის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მას პი­რა­დად ადე­იშ­ვილ­მა მოს­თხო­ვა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.
"ადე­იშ­ვი­ლის მეშ­ვი­დე სა­პყრო­ბი­ლე­ში შევ­ხვდი, რო­დე­საც უფ­როს­თან კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, პირ­და­პირ მი­თხრა - უნდა თქვა ის, რაც გა­მო­ძე­ბას სჭირ­დე­ბა და ცი­ხი­დან გას­ვლის შან­სი გექ­ნე­ბა, თუ არა­და, ცი­ხე­ში დალ­პე­ბიო - ეს მისი სი­ტყვე­ბია. ღა­მის 12 სა­ათ­ზე საკ­ნი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს, ძვე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბის მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ამიყ­ვა­ნეს და მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, უნდა თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი და კა­ლა­ძე ნახე აფ­რა­სი­ძეს­თა­ნო, თვი­თონ კი მაგ ოჯახ­ში მძე­ვა­ლი იყა­ვიო. როცა დენ­ზე შე­მა­ერ­თეს, მი­თხრეს, რომ ზოგ­მა ვერ გა­უძ­ლო და ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტაო. ამით მი­მა­ნიშ­ნეს, რომ ფან­ჯრი­დან გა­და­მაგ­დებ­დნენ და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­ამ­ტკი­ცებ­და", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ოვ­მა.
AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და საქ­მის მა­შინ­დელ გა­მომ­ძი­ე­ბელს ვა­ლე­რი ლა­ცუზ­ბა­ის, თუმ­ცა მან გა­მო­ძი­ე­ბის ინე­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.
გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ბათო სა­ღი­ნა­ძეც იძი­ებ­და. ბათო სა­ღი­ნა­ძე, რო­მელ­მაც ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­სა და გა­მო­ძი­ე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვის ბრალ­დე­ბით, უკა­ნო­ნოდ მო­ი­ხა­და 7-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი (ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ იგი უსა­მარ­თლოდ იხ­დი­და სას­ჯელს), ამ­ბობ­და, რომ მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. AMBEBI.GE ბათო სა­ღი­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას საქ­მე გა­იხ­სე­ნა.
ბათო სა­ღი­ნა­ძე:
- მე უკვე პენ­სი­ა­ზე ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი, რო­დე­საც ჩემ­თან მო­ვი­და კახა კა­ლა­ძე და მისი მამა. მათ მთხო­ვეს, რომ ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. უცხო­ე­ლი, უმაღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და თქვეს, რომ კა­ლა­ძის საქ­მე ვერ გა­იხ­სნე­ბა, რად­გან არა­ნა­ი­რი კვა­ლი და ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არ არ­სე­ბობ­სო. ამან კი­დევ უფრო წა­მა­ხა­ლი­სა და ჩა­ვერ­თე საქ­მე­ში. და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მოწ­მის სა­ხით ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი გა­მოჩ­ნდა. ვე­სა­უბ­რე მას და ამის შემ­დეგ ასე­თი ფაქ­ტი მოხ­და - ჩემ­თან მო­ვი­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და მი­თხრა: პა­ტიმ­რე­ბი თურ­მე ჟურ­ნალ "სარ­კეს" ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ, სტა­ტია ყო­ფი­ლა მა­რი­ა­მზე პირ­ველ გვერ­დზე მი­სი­ვე ფო­ტო­თი და რომ და­უ­ნა­ხავს მუ­რა­ვი­ოვს, წა­მო­უყ­ვი­რია, ეს გოგო ვიცი, აფ­რა­სი­ძე­ებ­თან ჰყავ­დათ მოყ­ვა­ნი­ლი და იქ ცხოვ­რობ­და გარ­კვე­უ­ლი ხა­ნიო. ეს რომ გა­ვი­გე, მო­ვა­ტა­ნი­ნე მა­რი­ა­მის საქ­მე და ასე ჩა­ვერ­თე გო­გო­ნას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში.
აქ­ტი­უ­რად ვხვდე­ბო­დი მის მა­მას, რო­მელ­მაც ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მოთ­ქვა ეჭვი, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­ტა­ცე­ბი­ნა მისი შვი­ლი. ის იყო პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი და მის­სა­ვე თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და მტრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი და­მუქ­რე­ბია მა­რი­ა­მის მა­მას, რომ გა­გამ­წა­რე­ბო. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და მშობ­ლებს, რო­გორც ვიცი, აყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ, მაგ­რამ მათი გაზ­რდი­ლი იყო და ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. მუ­რა­ვი­ო­ვი დე­ტა­ლუ­რად მოყ­ვა, რო­გორ მი­იყ­ვა­ნეს აფ­რა­სი­ძე­ებ­თან მა­რი­ა­მი. მა­შინ გა­მო­სას­ყი­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ტა­ცე­ბე­ბი ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ებ­ში. აფ­რა­სი­ძე­ე­ბი ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყ­ვნენ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და სვა­ნეთ­ში, რო­გორც მი­უ­ვალ ად­გი­ლას, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სახ­ლში ხდე­ბო­და გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით გა­ჩე­რე­ბა.
საქ­მი­დან გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძეს ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია მა­რი­ა­მი და უთ­ქვამს, რომ გო­გო­ნას შეშ­ვე­ბოდ­ნენ. ამ ვერ­სი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ვა­პი­რებ­დი ომეხ­თან და­კავ­შრე­ბას, თუმ­ცა ჩემ­ზე და­ი­წყო ზე­წო­ლე­ბი და რო­გორც კა­ლა­ძის ძმის, ისე მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა შე­ჩერ­და, გა­ი­ყი­ნა. შემ­დეგ ამო­წყვი­ტეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბი, ხოლო მე და­მი­ჭი­რეს. ცი­ხე­ში ჩემ­თან იყო მო­სუ­ლი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა, რო­მელ­მაც მი­თხრა, ძა­ლი­ან სან­დო კა­ცის­გან გა­ვი­გე, მა­რი­ა­მი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ და იქ შვი­ლიც კი გა­უ­ჩე­ნი­აო. ეს იყო და ეს. ეს საქ­მე გა­ი­ყი­ნა და არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­კი­თხავს. მუ­რა­ვი­ოვ­მა კი სა­კუ­თა­რი ჩვე­ნე­ბა უარ­ყო და თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი არ უნა­ხავს აფ­რა­სი­ძე­ებ­თან. მე არ ვიცი, რა­ტომ მო­იქ­ცა ასე, შე­იძ­ლე­ბა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის მიზ­ნი­თაც გა­ა­კე­თა ეს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment