Sunday, May 26, 2019

კატმანდუში ორი აფეთქება მოხდა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah-ი წერს.
აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების უკან უკანონო კომუნისტური ორგანიზაცია დგას, რომელიც საკუთარი მხარდამჭერების დაკავებას აპროტესტებს. ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ბუკლეტები და პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩინეს.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, პოლიცია ქალაქში გაძლიერებული პატრულირების რეჟიმზეა გადასული.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment