Friday, May 24, 2019

ალფას“ ასეული ნატოს რეაგირების ძალებს შეუერთდა

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფას“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია.
ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გაფორმდა, რომლის თანახმად, ასეულს სამი წლის ვადით ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა. 
დოკუმენტის ხელმოწერამდე, „ალფა“ ასეულმა ნატოს მეორე დონის შეფასება (NEL-2) გაიარა. პროცესს ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
„ალფას“ ასეული ნატოს პროგრამაში (OCC E&F) 2013 წლიდან მონაწილეობს. 2015-დან 2018 წლის ჩათვლით ასეული ჩართული იყო ნატოს რეაგირების ძალებში (NRF)
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment