Thursday, May 23, 2019

ბახტაძე: საქართველოს სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა გამართა.  „საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს, ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შესაძლებელია, მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები, რადგან მხოლოდ ადმინისტრაციული გზით სოფლის მეურნეობა არ მოიტანს იმას, რაც ქვეყანას სჭირდება.
„საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. მოქალაქეების უმრავლესობა, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, პროდუქციას მოიხმარს პირადი მოხმარებისთვის და ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა, ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემასთან ბრძოლას, რასაც ჰქვია სიღარიბესთან ბრძოლა. სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომ ფერმერებმა პროდუქტის რეალიზაცია მოახდინონ, მიიღონ შემოსავალი და მოიხმარონ, აქ არის წარმატების ფორმულა“, - განმარტა პრემიერმინისტრმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment