Wednesday, May 22, 2019

აფხაზეთის სამთავრო

აფხაზეთის სამთავრო, როგორც იმერეთის ან ოდიშის სამეფოსგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი, ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში და ამგვარი ფორმით იარსება 1580-1866 წლებში. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის დროს აფხაზეთის სამთავრო ოდიშის სამთავროში შედიოდა, ხოლო მე-16 საუკუნის ბოლოდან აფხაზმა თავადებმა - შერვაშიძეებმა (ასევე მოიხსენიება, როგორც "შარვაშიძე") მეგრელ მთავრებს - დადიანებს გაუმართეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და მე-17 საუკუნის ბოლოს მიაღწიეს კიდეც საწადელს. აფხაზეთის სამთავრო საბოლოოდ 1866 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა და მისი სრული ანექსია მოახდინა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში



აფხაზეთის მთავრები


პუტუ შერვაშიძე - აფხაზეთის მთავარი დაახლოებით 1580-1620 წლებში.
სუსტარ შერვაშიძე - აფხაზეთის მთავარი დაახლოებით 1640-1665 წლებში.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ზეგნაკ შერვაშიძე - აფხაზეთის მთავარი დაახლოებით 1665-1700 წლებში.

კეილამ აჰმედ-ბეი - აფხაზეთის მთავარი დაახლოებით 1780-1808 წლებში.
ასლან-ბეი - აფხაზეთის მთავარი 1808-1810 წლებში.
. სეფერ ალი-ბეი (გიორგი შერვაშიძე) - აფხაზეთის მთავარი 1810-1821 წლებში. როსტომ შერვაშიძე - აფხაზეთის მთავარი დაახლოებით 1700-1730 წლებში.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment