Thursday, May 30, 2019

გოცირიძემ ფოთის პორტის საკითხზე პარლამენტში თურნავა და კაკაურიძე დაიბარა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილ უფროსს გრიგოლ კაკაურიძეს და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტში იბარებს. გოცირიძის განცხადებით, კაკაურიძემ უნდა განმარტოს, თუ რის საფუძველზე გასცა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რომან გოცირიძის თქმით, მას ფოთის პორტის ინციდენტზე პრეტენზია აქვს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთანაც: „ჩვენ პრეტენზია გვაქვს ქობულიასთანაც, ისიც კაი ვირეშმაკა გამოდგა, მოვიდა და თავი მოისაწყლა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 
მისი თქმით, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი გრიგოლ კაკაურიძეც უნდა მივიდეს. 
„ბატონი კაკაურიძე, რომელიც გაათავისუფლეს, უნდა გამოცხადდეს პარლამენტში. ჩვენ ვიბარებთ ნათია თურნავას და ფრაქციამ განაცხადი უკვე დილიდანვე შევიტანეთ. 2-ში გაიცა ნებართვა, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს სტრატეგიულ პროექტს აჩერებდა. წარმოუდგენელია, რომ ეს არ სცოდნოდა პრემიერმინისტრს, ივანიშვილს, თურნავას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს ქობულიასთანაც. ისიც კაი ვირეშმაკა გამოდგა, მოვიდა და თავი მოისაწყლა. განაცხადი შეტანილი იყო ოქტომბერში და მას საზოგადოებისთვის უნდა ეთქვა, თუკი მსგავსი რისკები არსებობდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ამის ნებართვა გასცა, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 29 მაისს გაავრცელა.
ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ  გაავრცელა. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 
მიმდინარე წლის 7 მაისს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა. 
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment