Friday, May 31, 2019

ქაბულში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთის დედაქალაქში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. დანაღმული ავტომობილი კალა-ე-ვაზირის რაიონში ამერიკული სამხედრო კოლონის ჩავლისას აფეთქდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს
გამოცემის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი. არიან დაშავებულებიც. მათ შორის 4 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
30 მაისს, ავღანეთის სამხედრო საწვრთნელ ცენტრთან აფეთქება მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment