Sunday, May 26, 2019

ამინდის გაუარესების გამო რუსთაველის გამზირზე პავილიონები დაიხურა

თბილისში ამინდის გაუარესების გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაიხურა. გარდა ამისა, გადაიდო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც. 
დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები დღეს დილიდან დაიწყო. რუსთაველის გამზირზე მისული სტუმრებისთვის ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. 26 მაისის ღონისძიებების განრიგის მიხედვით, თბილისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 20:00 საათზე დაგეგმილი გალა-კონცერტით დასრულდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment