Saturday, May 18, 2019

ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა

ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ დელფინის გამორიყვის ორი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა. იავრიდან დღემდე ზღვამ სულ 50 დელფინი გამორიყა. გასულ წელს დელფინის გამორიყვის 121 შემთხვევა დაფიქსირდა, 2012 წელს კი 167.
„მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებულია - შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. ასევე ნავიგაციური ტრავმა, სათევზმეურნეო ფაქტორი, ბიოლოგიური სიკვდილი ან ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი. დელფინებზე დამწვრობისა ან აფეთქების შედეგად მიყენებული რამე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია“, - განაცხადეს სააგენტოში.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment