Friday, May 24, 2019

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მეწილე პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება. 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ამ შეხვედრაზე მედიის დასწრებას ითხოვს.
მისი ადვოკატის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ფინანსური დოკუმენტაცია საერთაშორისო საარბიტრაჟო კომპანიამ შეისწავლოს. ამ მოთხოვნის შესახებ ისინი ხვალინდელ სხდომაზე ისაუბრებენ.
რაც შეეხება დავის საგანს, კერძო ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი სხვა მეწილეებისა და არხის მენეჯმენტისგან 28 მილიონს ითხოვს, ადვოკატის განცხადებით ამ თანხიდან ზიანის მიყენებისთვის ნიჟარაძე მილიონნახევარს მიიღებს, დანარჩენ ფინანსებს კი ისევ ტელეკომპანიისკენ მიმართავს.  
ნინო ნიჟარაძის დღევანდელ მოთხოვნაზე შეხვედრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით არხის იურისტი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. 
"რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორის გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა, თანხასთან ერთად, ითხოვს დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციასაც. გვარამია მოდავე მხარეს სთავაზობს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და ის ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment