Monday, May 20, 2019

ბრაზილიაში ბარზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებული პირები ნიღბებით, ბრაზილიის ქალაქ ბელემში გუამას რაიონში ბარს დაესხნენ და 11 ადამიანი მოკლეს, წერს - BBC-ი.  
თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელებმა 5 ქალი და 6 კაცი მოკლეს. გასროლა არ ყოფილა მიზანმიმართული. გუამა ბელემში 7 რაიონიდან ერთ-ერთია, სადაც ხელისუფლებამ პოლიციის დასახმარებლად ფედერალური ძალები გადაისროლა. 
გამოცემის ინფორმაციით, მექსიკის არასამთავრობო ორგანიზაციის „უსაფრთხოება და სამართლიანობა მსოფლიოში“ 2018ნ წელს ბრაზილიის ქალაქი ბელენი ქვეყანაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა. 
გაზრდილი კრიმინალის ფონზე ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყანაში იარაღის იმპორტი გაამარტივა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment