Wednesday, May 22, 2019

გაი რიჩის „ალადინის“ პრემიერა გაიმართა

ჰოლივუდში დისნეის მულტფილმის „ალადინის“ კინო ვერსიის პრემიერა გაიმართა. ფილმი მაყურებელს სურათში მონაწილე მსახიობებთან ერთად უილ სმითმა წარუდგინა.მსახიობი ალადინის ახალ ეკრანიზაციაში ჯინის როლს ასრულებს. გმირი მაყურებელმა 25 წლის წინ შექმნილ მულტფილმში ლეგენდარული მსახიობის, რობინ უილიამსის გახმოვანებით შეიყვარა.
ალადინის კინოვერსიის რეჟისორი გაი რიჩია. მთავარ გმირ, ალადინს წარმომავლობით ეგვიპტელი მსახიობი მენა მასუდი ასახიერებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment