Tuesday, May 21, 2019

კვლევა: ძაღლები ერთნაირი გენოტიპის ადამიანებს უყვართ

არის თუ არა ძაღლების სიყვარული კავშირში გენებთან? შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვრცელი კვლევა მიუძღვნეს.
მათ შვედეთში 35 ათასი ტყუპის მონაცემი შეისწავლეს და გამოარკვიეს, რომ ხშირ შემთხვევაში ძაღლებს ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაბადებული ტყუპები ფლობენ. რადგან მათ ერთნაირი გენოტიპი აქვთ.  
„ასეთი ტყუპები, რომლებსაც ერთნაირი გენოტიპი აქვთ, ძალიან ხშირად ფლობენ ძაღლს, ან სურვილი აქვთ, რომ შინაური ცხოველი ორივეს ჰყავდეთ. რაც შეეხებათ სხვა და სხვა კვერცხუჯრედის განაყოფირების შედეგად დაბადებულ ტყუპებს, რომელთაც განსხვავებული გენოტიპი აქვთ, ძაღლის ყოლის სურვილი ერთ ტყუპს ჰქონდა მეორეს კი არა,“ -აცხადებენ მეცნიერები.  
მეცნიერები ამ კვლევის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლების სიყვარულს გენები განსაზღვრავს. მკვლევარები გეგმავენ მომავალში შეისწავლონ და გამოავლინონ ის გენი, რომელის გავლენითაც ადამიანს ძაღლის ყოლის სურვილი უჩნდება. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment