Thursday, May 30, 2019

გაირკვა საქართველოს რომელ ქალაქშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები მიმდინარე წელს საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, კვლევების ფარგლებში განისაზღვრა აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა.
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევების შედეგად აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში 11 წერტილში, ბათუმში 2 წერტილში, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში.
რაც შეეხება ოზონის და ბენზოლის შემცველობას, ნორმაზე გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ინდიკატორული გაზომვა განხორციელდა. კვლევები მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment