Sunday, May 26, 2019

ერაყის სასამართლომ ISIS-ის წევრ სამ ფრანგს სიკვდილი მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ საფრანგეთის სამ მოქალაქეს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კევინ გონოს, ლეონარდ ლოპესს და სალიმ მაჩუს განაჩენის გასაჩივრებისთვის 30 დღე აქვთ. ისინი იყვნენ საფრანგეთის იმ 12 მოქალაქეს შორის, რომლებიც თებერვალში ქურთებისა და არაბების სამხედრო რაზმებმა სირიაში დააკავეს.
ოფიციალური პარიზის მხრიდან ბაღდადის სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა თებერვალში ამავე საკითხზე საუბრისას ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ერაყის სუვერენული უფლებაა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment