Tuesday, May 28, 2019

საქართველოს სამეფო

საქართველოს სამეფო იყო საქართველოს გაერთიანებული ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება 1008 წლიდან  ქართული სახელმწიფოების ერთიან სამეფოდ გაერთიანება დიდმა ქართველმა მეფემ - ბაგრატ III ბაგრატიონმა მოახერხა. სწორედ ამ პერიოდში და ამ სამეფოში დაიწერა ვეფხისტყაოსანი, ქვეყანამ მიაღწია კულტურულ, სამხედრო, ინფრასტრუქტურულ, სამეურნეო, საწარმოო და საგანმანათლებლო სფეროში უდიდეს განვითარებას, დადგა საქართველოს ოქროს ხანა. ამავე სახელმწიფომ გადაიტანა უამრავი ბრძოლა გარეშე თუ შინაური მტრების წინააღმდეგ და მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგაც კი ძალიან რთულად, მაგრამ მოახერხა წელში გამართულიყო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


საქართველოს გაერთიანებული სამეფოს მეფეები


1. ბაგრატ III ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1008-1014 წლებში.


💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გიორგი I ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში.
ბაგრატ IV ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში.
გიორგი II ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში.
დავით IV ბაგრატიონი (აღმაშენებელი) - საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში
დემეტრე I ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1125-1154 წლებში.
დავით V ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1154-1155 წლებში.
გიორგი III ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1155-1184 წლებში.
თამარ ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1184-1213 წლებში.
გიორგი-ლაშა IV ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში.
რუსუდან ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში.
დავით VI ბაგრატიონი (ნარინი) - საქართველოს მეფე 1245-1259 წლებში.
დავით VII ბაგრატიონი (ულუ) - დავით ნარინის თანამმართველი 1248-1259 წლებში და ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1259-1270 წლებში
დემეტრე II ბაგრატიონი (თავდადებული) - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში.
ვახტანგ II ბაგრატიონი - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში.
გიორგი V ბაგრატიონი (ბრწყინვალე) - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1299-1302 წლებში. დავით VIII-ს წინააღმდეგ მონღოლების მიერ მხარდაჭერილი.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment