Thursday, May 23, 2019

2022 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი ითამაშებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA-მ გუნდების რაოდენობის გაზრდაზე უარი თქვა. მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 2022 წელს კატარში გაიმართება, 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაცია FIFA-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე FIFA ჩემპიონატის ორგანიზატორებთან ერთად ტურნირის ფორმატის 48 გუნდამდე გაფართოების საკითხს განიხილავდა.
„იმის გამო, რომ 2022 წლის ჩემპიონატი თანდათან ახლოვდება და მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 48-გუნდიანი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობის განხილვას დიდი დრო სჭირდება, მივიღეთ გადაწყვეტილება უარი ვთქვათ გაფართოებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 
კატარში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. ცნობისთვის, ჩემპიონატზე, რომელიც 2026 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება 48 გუნდი ითამაშებს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment