Sunday, May 26, 2019

როდემდე გაგრძელდება წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

29 მა­ი­სი­დან ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში აც­ნო­ბეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მათი ცნო­ბით, თბი­ლის­ში დღეს დრო­გა­მოშ­ვე­ბით იწ­ვი­მებს. მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში, უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში - ელ­ჭექთან ერ­თად. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვაც და ქა­რის დრო­გა­მოშ­ვე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

„ხვალ ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იკ­ლებს. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ხან­მოკ­ლე წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი - სე­ტყვა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ხვალ ისევ +21, +26 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

29 მა­ი­სი­დან ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს და შე­იძ­ლე­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა +30, +35 გრა­დუ­სიც იყოს კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის, კვი­რა იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით მდგრა­დი, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში და მათ შო­რის, დე­და­ქა­ლაქ­შიც შე­საძ­ლოა, წვი­მა იყოს მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა +30, +32 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნეს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment