Tuesday, May 28, 2019

ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა

პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმო „ანასტასია“ გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ქეთევან მახარაშვილი დაესწრო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალური საწარმოს მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების პროფესიული განათლება, ეკონომიკური გაძლიერება და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა.
ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა ძალადობისაგან დაცვის ქსელი, რომელმაც დღეს გახსნა საწარმო, სადაც დასაქმებულები არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები.
„საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ ინიციატივას და განაგრძობს იმ შესაძლებლობის მხარდაჭერას, რომელიც ქალებს მისცემს საშუალებას, ეკონომიურად ფეხზე დადგნენ, გაეცალონ ძალადობრივ გარემოს, ახალი ცხოვრება დაიწყონ და გაუმჯობესებული გარემო შეუქმნან საკუთარ შვილებს”, - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment