Friday, May 24, 2019

უცნობები ამერიკელი კაცის სახლში შეიჭრნენ და ოთახები დაულაგეს

ამერიკელი ნეიტ რომანი თავის შვილთან ერთად მასაჩუსეტსში, სახლში დაბრუნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ კარი ღია იყო. ამერიკელმა ივარაუდა, რომ სახლში ქურდები შეიჭრნენ, თუმცა შვილის ოთახი თავიდან ბოლომდე დალაგებული დახვდა და გარდა ამისა, საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდისგან გაკეთებული ვარდი იპოვა. რომანი ამბობს, რომ ყველაფერი დალაგებული იყო, სამზარეულოს გარდა.
კაცმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა ქურდობის ნიშნები არ გამოიკვეთა. ამერიკელი ვარაუდობს, რომ მასთან დამლაგებელი იყო მისული, რომელსაც სახლი შეეშალა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment