Friday, May 24, 2019

ერაყელი ქრისტიანები გადაშენების პირას არიან

ერაყში ქალაქ ერბილიას არქიეპარქიამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს ქრისტიანების დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გადაშენების პირას არიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 
მღვდელმა ბაშარ ვარდა ლონდონში სიტყვით გამოდიოდა, სადაც თქვა, რომ ერაყელი ქრისტიანები 1400-წლიანი დევნის შემდეგ გაქრობი
ს პირას დგანან. მისი თქმით, ერაყში ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც 2003 წელს იქ აშშ-ის ჯარი შევიდა. 
„ერაყში ქრისტიანული ეკლესია ერთ-ერთი უძველესი მოვლენაა და შეიძლება ყველაზე ძველიც. ის ვინც დარჩება, წამებისთვისაა განწირული“, - განაცხადა ვარდამ. მისი თქმით, ქრისტიანების წინააღმდეგ ყველაზე მეტად ჯიჰადისტები იბრძვიან და მღვდლის თქმით, ბრიტანეთი ამას ხმამაღლა ვერ აცხადებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment