Thursday, May 30, 2019

ბარსელონას" ფილოსოფია ვალვერდეს იცავს

ცუდი სეზონის მიუხედავად, კლუბის პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს მხარს უჭერს და მის გაშვებას არ აპირებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლოს "ბარსელონამ" მწვრთნელი თანამდებობიდან 16 წლის წინ გაათავისუფლა. მას შემდეგ, "ბლაუგრანამ" 6 თავკაცი გამოიცვალა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლუი ვან გაალი

ჰოლანდიელი სპეციალისტი 2003 წელს დაითხოვეს.

რადომირ ანტიჩი

ანტიჩმა ვან გაალი ჩაანაცვლა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ნდობაც მიპოვა. თუმცა, როდესაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა, მან თავისი არჩევანი სხვა მწვრთნელზე შეაჩერა.

ფრანკ რაიკარდი

ახალი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი გახდა, რომელმაც კლუბში ამ პოზიციაზე 5 წელი გაატარა. მისი ბოლო სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ლაპორტამ ის კონტრაქტის ამოწურვის ბოლომდე არ გაუშვა.

პეპ გვარდიოლა

საუკეთესო მწვრთნელი კლუბის ისტორიაში. ის გუნდს 2008-12 წლებში ედგა სათავეში. ესპანელმა თანამდებობა თავისით დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ახალ კონტრაქტს სთავაზობდნენ.

ტიტო ვილანოვა

მან პეპ გვარდიოლას საქმე გააგრძელა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონით... დაკავებული პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.

ტატა მორტინო

ტატას კარგი დასაწყისი ჰქონდა. არგენტინელს შეეძლო ტრებლი მოეგო, მაგრამ სეზონი უტიტულოდ დაასრულა. საბოლოოდ, მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ლუის ენრიკე

გვარდიოლას შემდეგ, მანაც მოიგო ტრებლი. კლუბში სამი სეზონი გაატარა. "ბარსელონა" ენრიკეს ახალ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ზეწოლის გამო, კატალონიური გრანდი მაინც დატოვა.

ერნესტო ვალვერდე

შესაძლოა, იყოს მეშვიდე მწვრთნელი, რომელსაც არ გაათავისუფლებენ. მას მხარს უჭერენ - ლიონელ მესიჟორდი ალბაივან რაკიტიჩიჟერარდ პიკე და ჟოზეპ მარია ბარომეუ.
თუ "ბარსელონა" ამ ფილოსოფიასაც არ უღალატებს, ერნესტო მომავალ სეზონშიც "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი იქნება.
barcamania.ge

No comments:

Post a Comment