Saturday, May 25, 2019

საზოგადოება "თუ მეგრელი ხარ, ესე იგი..." - რას წერენ ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი მეგრელებზე

სამეგრელო - „ოქრომრავალი კოლხეთი“, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ. ძველი კოლხებისა და ლაზების მოდგმის ხალხის სამშობლო.
აი, რას წერს მეგრელებზე ორი ბუმბერაზი ქართველი ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი :

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

“,
ილია ჭავჭავაძე

🙏 საქართველოს საპატრიარქო


თუ მეგრელი ხარ, ე. ი ყველაზე დიდი ქართველი ხარ! იმიტომ, რომ კოლხეთის სამეფო იყო პირველი კოლხური წარმონაქმნი მაშინ, როდესაც არ არსებობდა, ერთი კრებითი სახელი ქართველთა საქართველო!

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

*თუ მეგრელი ხარ ე.ი ძალიან ამაყობ, ამაყობ იმიტომ, რომ საქართველოს უძველესი შვილი ხარ!
*თუ მეგრელი ხარ ე.ი ღმერთმა ორი მშობლიური ენა მოგცა ოდითგან კოლხური - ზანურ - ჭანური, რომლის მემკვიდრეა რა თქმა უნდა მეგრული და რა თქმა უნდა ქართული, მშობლიურია ორივე ჩემთვის!
*თუ მეგრელი ხარ ე. ი ტკბილი მეგრული ნანა გსმენია დედისა!
თუ მეგრელი ხარ მორდიობა შენთვის ძალიან დიდი რამაა!
*თუ მეგრელი ხარ ტერენტისიანი ხარ!
*თუ მეგრელი ხარ ძალიან დიდი ქართველი ხარ და დანარჩენი საქართველოს დედა ბოძი ხარ!
"სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო!
მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც"...
““
იაკობ გოგებაშვილი
მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს.
მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება...
შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში...
მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით...
გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა.
ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან...
თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment