Wednesday, May 29, 2019

Boeing 737 MAX -ი შესაძლოა ავიაბაზარზე აგვისტომდე დაბრუნდეს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, Boeing 737 MAX-ი ავიაბაზრზე სავარაუდოდ აგვისტოში დაბრუნდება, წერს Reuters-ი
„ჩვენ  ვვარაუდობთ, რომ  Boeing 737 MAX-ი ექსპლოატაციაში დაახლოებით 10-12 კვირის შემდეგ ჩაეშვება“ - ეს IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჟუნიაკმასეულში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
მისი თქმით, IATA გეგმავს ავიაკომპანიების სამიტის ორგანიზებას, მარეგულირებლებთანდა Boeing-თან ერთად, რათა განიხილოს ის წინაპირობები, რაც 737 MAX-ისექსპლოატაციაში დაბრუნებისთვის არის საჭირო. 
გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიამ მძიმე 6 თვე გაიარა. გაეზარდა ხარჯები საწვავზე, სამუშაო ძალასა და ინფრასტრუქტურაზე. ასევე პრაქტიკულად გაუქმდა ყველა შეკვეთა Boeing 737 MAX-ზე
თვითმფრინავების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Boeing-ს 2019 წლის აპრილში შეკვეთა არ მიუღია.
CNN-ის ცნობით, კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის შემდეგ წარმოების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 
ორი ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და $1 მილიარდით იზარალა - წერს Business Insider-ი.
კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო. ამის შესახებ BBC -იმ 2019 წლის 6 მაისს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 
ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. 
ამ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა. 
Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment