Sunday, June 30, 2019

"ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!" - ნინო ქათამაძე მიმართვას ავრცელებს

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო ქა­თა­მა­ძე "ფე­ის­ბუ­ქით" პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მოს­კოვ­ში, ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. მომ­ღერ­ლის თქმით, კოც­ნერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უსი­ნათ­ლო 9 წლის გო­გოს გამო ვერ თქვა და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ეს მისი ბოლო კონ­ცერ­ტია რუ­სეთ­ში". ქა­თა­მა­ძე ასე­ვე თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და შს მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ჩემო ძვირ­ფა­სო მსმე­ნე­ლო და უმაგ­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბო ვინც 10 დღეა აპ­რო­ტეს­ტებთ, ძა­ლა­დო­ბას და უსა­მარ­თლო­ბას, პირ­ველ რიგ­ში მოგ­მარ­თავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სი­ტყვა, ჩემი ხმა და პრო­ტეს­ტი თქვენ­თან არის! ჩემი სი­ჩუ­მე არ ნიშ­ნავს იმას რომ რა­ი­მე მქონ­და სა­ფიქ­რა­ლი და გა­და­სა­წყვე­ტი, პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან ვგრძნობ იმას რა­საც თი­თო­ე­უ­ლი თგვენ­გა­ნი გავ­რი­ლო­ვის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ხილ­ვი­სას! არა­სო­დეს არ მომ­რი­დე­ბია ძა­ლა­დო­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა, არა­სო­დეს არ და­მე­ზა­რა და ჩემი ხმით, ქარ­თუ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ნა­წილ­ში და მათ შო­რის რუ­სეთ­შიც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, პუ­ტი­ნი ჩემი ქვეყ­ნის მტე­რი და მა­შა­სა­და­მე ჩემი მტე­რიც! ერ­თია ჩემი სა­გას­ტრო­ლო გრა­ფი­კი და მე­ო­რეა ჩემი ში­ნა­გა­ნი შეგ­რძნე­ბა ჩემი ქვეყ­ნის, ქარ­თუ­ლი სი­ტყვის, მუ­სი­კის წი­ნა­შე.
ჩემს ხელ­ში მხო­ლოდ ეს ია­რა­ღია, მხო­ლოდ ამით შე­მიძ­ლია ვუ­თხრა ჩემს მსმე­ნელს ის ტკი­ვი­ლი რაც ჩემს ქვე­ყა­ნას სტკი­ვა, იმ უმა­რავ მსხვერ­პლს რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ღია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდას თვა­ლის ჩინი და­ე­მა­ტა და ადა­მი­ნი რო­მე­ლიც ამ წუ­თამ­დეა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თი­თო­ე­ლი მტკი­ვა და თი­თო­ელს ვგრძნობ დღე და ღამე! ბო­დიშს ვიხ­დი ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო რომ არ ვი­დე­ქი თქვენ­თან ერ­თად იმ ღა­მეს, რომ ვერ და­გი­ცა­ვით ფი­ზი­კუ­რად და ერთ ტყვი­ა­შიც ვერ შე­გე­ხი­დეთ, არ­ჩე­ვა­ნი რომ მქონ­დეს უყოყ­მა­ნოდ მი­ვი­ღებ­დი ყვე­ლა იმ ტყვი­ას რაც თი­თო­ე­ულ თქვენ­განს მოგ­ხვდათ ოკუ­პა­ცი­ის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის­თვის. დიახ რა თქმა უნდა გა­ხა­რია უნდა გა­დად­გეს და ეს მო­თხოვ­ნა სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი და ლე­გი­ტი­მუ­რია. ზუს­ტად მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ჩემს მი­მართ და ვი­ზი­ა­რებ თი­თო­ელ შე­ნიშ­ვნას, ამ პოს­ტის შემ­დე­გაც მზად ვარ მო­ვის­მი­ნო და წა­ვი­კი­თხო ყვე­ლას აზრი თუნ­და ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მით გად­მო­ცე­მუ­ლი! ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი დღე 20 ივ­ნი­სი და უმ­ძი­მე­სი კონ­ცერ­ტი 22 ივ­ნი­სი, რო­მელ­ზეც უარი მხო­ლოდ უსი­ნათ­ლო 9 წლის გო­გოს გამო ვერ ვთქვი.
მე ამ კონ­ცერ­ტზე ვთქვი და თქვენც მინ­და გი­თხრათ, ეს ჩემი ბოლო კონ­ცერ­ტი იყო რუ­სეთ­ში!!! მინ­და რომ იმ ახალ­გაზ­რდებს რო­მე­ლიც 10 დღეა ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში 19:00 სა­ა­თი­დან იკ­რი­ბე­ბი­ან ვუ­თხრა: არას­დოს ჩემს გულ­ში სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი არ ყო­ფი­ლა, არა­სო­დეს რუ­სუ­ლად არ მიმ­ღე­რია, არა­სო­დეს სამ­თავ­რო­ბო (რუ­სეთ­ში) და­ფი­ნან­სე­ბულ კონ­ცერ­ტი­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, არ მიმ­ღე­რია არც ერთი რუსი პო­ლი­ტი­კო­სის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ჩემი მუ­სი­კა ეკუთ­ვნის უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნებს გა­ნურ­ჩევ­ლად, ეროვ­ნე­ბი­სა, რა­სი­სა, რე­ლი­გი­ი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორინ­ტა­ცი­ი­სა! ამ პოს­ტით მინ­და ჩემი პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტო პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, შე­უ­ერ­თდე მო­თხოვ­ნას რომ გა­ხა­რია უნდა გა­დად­გეს! რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, პუ­ტი­ნი ჩვე­ნი სა­ერ­თო მტე­რი! თი­თო­ე­ლი თქვენ­გა­ნის სა­ხის და­ნახ­ვი­სას, თო­თო­ე­ლი თქვე­ნი ქცე­ვი­სას ყუ­რებ­ში მკა­ფი­ოდ ჩა­მეს­მის დიდი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ხმა: “მე ვარ ქარ­თვე­ლი და მა­შა­სა­და­მე ვარ ევ­რო­პე­ლი”. მხო­ლოდ თქვენ ხართ ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ევ­რო­პე­ლი ქარ­თვე­ლი­სა, თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია და ამას ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ვინ ვე­ღარ შეც­ვლის. უდი­დე­სი მად­ლო­ბა თქვენ ამის­თვის, ქედს ვიხ­რი თქვე­ნი თავ­და­დე­ბის წი­ნა­შე" - ამ­ბობს ქა­თა­მა­ძე.
ambebi.ge

შრი-ლანკაზე ორი ჯალათი დაასაქმეს

შრი-ლანკის მთავრობამ ბოლო 43 წლის განმავლობაში პირველად ჯალათები დაიქირავა. BBC-ის ინფორმაციით, ორი ჯალათი სამსახურში ოთხი პატიმრის დასასჯელად აიყვანეს.
არსებული ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ნარკოვაჭრობის მუხლით მსჯავრდებული ოთხი პატიმრის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. 4 პატიმრის ჩამოხრჩობით დაირღვევა მორატორიუმი, რომელიც 1976 წლიდან მოქმედებდა.
თებერვალში გამოცხადებულ ვაკანსიას, რომლის თანახმადაც დამსაქმებლები „ძლიერი ხასიათის მქონე“ ჯალათებს ეძებდნენ, 100-ზე მეტი კანდიდატი გამოეხმაურა. გარდა ამისა, კანდიდატები შრი-ლანკის მკვიდრი 18-45 წლამდე ასაკის კაცები უნდა ყოფილიყვნენ.
ადგილობრივი მედია წერდა, რომ აპლიკანტებს შორის აშშ-ის ორი მოქალაქე და ორი ქალიც იყვნენ. სამსახურის დაწყებამდე ორმა წარმატებულმა კანდიდატმა ორკვირიანი მომზადების კურსიც გაიარეს.
სახელმწიფო სამსახურში მყოფი უკანასკნელმა ჯალათმა თანამდებობა ხუთი წლის წინ თავისი ნებით დატოვა, მას შემდეგ რაც სახრჩობელა ნახა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორი იქნება ადამიანი 3000 წელს. მეცნიერების პროგნოზი

მასიური თავის ქალა, მცირე ზომის ტვინი და ორი დამატებითი ქუთუთო - ეს არის ადამიანის სხეულის რამდენიმე ცვლილება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება გამოწვეული.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანია TollFreeForwarding-მა ექსპერტების პროგნოზებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მომავლის ადამიანის 3D-მოდელი შექმნა.
„მინდი 31-ე საუკუნეში ცხოვრობს. ის დროის დიდ ნაწილს კომპიუტერის მონიტორთან ატარებს. გარდა ამისა, მინდი ხშირად უყურებს სმარტფონს, რის გამოც უფრო მასიური და ძლიერი კისრის კუნთები და დარღვეული ტანადობა აქვს.
თავდახრილ მდგომარეობაში გატარებული საათები ხერხემლის წონასწორობას არღვევს. შესაბამისად, თავის შესაკავებლად კისრის კუნთებზე დამატებითი დატვირთვა მოდის“, - აცხადებენ მეცნიერები.
თუმცა ადაპტაცია ამით არ შემოიფარგლება. მინდის თავის ქალა უფრო სქელია, რაც ტვინს სმარტფონებისგან მომდინარე რადიოსიხშირული გამოსხივებისგან იცავს. გაჯეტების გამო მინდის ხელი მუდამ შეკუმშულ მდგომარეობაშია, იდაყვი კი 90 გრადუსით არის მოხრილი.
ბოლო და ყველაზე უცნაურ ცვლილებას კი დამატებითი ქუთუთოები წარმოადგენს, რომელიც ელექტრონული ტექნიკისგან მომდინარე სინათლეს ფილტრავს.
imedinews.ge

ეროვნული გამოცდები 2019 იწყება – ყველა საინტერესო ბმული და ინფორმაცია აპლიკანტებისთვის

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს იწყება და 24 ივლისს დასრულდება.
პირველი ივლისიდან გამოცდებში აბიტურიენტები ჩაერთვებიან, 5 ივლისს გამოცდას საგრანტო კონკურსის მონაწილეები ჩააბარებენ, მასწავლებელთა და მსურველთა გამოცდები 10 ივლისიდან დაიწყება, მაგისტრობის მსურველები კი საგამოცდო პროცესს 17 ივლისიდან შეუერთდებიან.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

2019 წლის გამოცდებში მონაწილეებმა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები უნდა გაითვალისწინონ. ეს არის გამოცდაზე მისვლის დროის, წარსადგენი დოკუმენტების, მერიის მიერ დამატებული ტრანსპორტის, გამოცდაზე შესატანი ნივთებისა და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები:
გამოცდის მომდევნო ეტაპი საგამოცდო ცენტრში შესვლიდან იწყება. თუმცა არის შემთხვევები, როცა შესაძლოა, აპლიკანტი არ დაიშვას გამოცდაზე. ყველა აპლიკანტს განსაზღვრული აქვს დრო გამოცდისთვის. ცენტრში შექმნილია შესაბამისი პირობები საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის:
რაც შეეხება საგამოცდო პროცესს და თითოეული გამოცდისთვის დათმობილ დროს ასევე საჭირო ქულებს:
ყველა სხვა დეტალი 2019 წლის გამოცდების შესახებ იხილეთ ჩვენს განყოფილებაში:
edu.aris.ge

ვინ არის ფრანცისკო დე გოიას სახელგანთქმულ ტილოზე გამოსახული თბილისელი მამლუქი

"ეს­პა­ნელ­თა რის­ხვა გან­სა­კუთ­რე­ბით იყო მი­მარ­თუ­ლი მამ­ლუ­ქებ­ზე და კალე დე ალ­კა­ლას ქუ­ჩა­ში ნამ­დვი­ლი ხოც­ვა-ჟლეტ­ვა გა­ი­მარ­თა. მამ­ლუ­ქე­ბი ქა­ლა­ქი­დან გაღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ყო­ვე­ლი კარ-ფან­ჯრი­დან თუ კუ­თხი­დან მათ თავს ეს­პა­ნე­ლე­ბი ეს­ხმოდ­ნენ" - სწო­რედ ეს მო­მენ­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვრის ფრან­ცის­კო დე გო­ი­ას სა­ხელ­გან­თქმულ ტი­ლო­ზე "1808 წლის 2 მა­ი­სი მად­რიდ­ში", რო­მე­ლიც "მამ­ლუქ­თა იე­რი­შის" სა­ხე­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი და ეს­პა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მამ­ლუქ­თა ერთი ნა­წი­ლის გა­აფ­თრე­ბულ ბრძო­ლას ასა­ხავს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იქ იბ­რძო­და ქარ­თველ მამ­ლუ­ქი ჟან შა­ჰი­ნი, რო­მელ­ზეც უფრო მეტ ცნო­ბას ლუ­ი­ზი­ა­ნას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე მი­ქა­ბე­რი­ძე გვაწ­ვდის:

🙏 საქართველოს საპატრიარქო

- ეგ­ვიპ­ტელ მამ­ლუქ­თა შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა თბი­ლი­სელ მამ­ლუქს ჟან შა­ჰინს ჰქონ­და, რომ­ლის სა­ხე­ლი ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ სი­მა­მა­ცეს­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. შა­ჰი­ნის გან­ცხა­დე­ბით, იგი 1776 წ. 14 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და მო­ი­ნათ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, უც­ნო­ბია, თუ რო­გორ და რა ასაკ­ში მოხ­ვდა შა­ჰი­ნი ეგ­ვიპ­ტე­ში. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სხვა მამ­ლუ­ქე­ბის მსგავ­სად, ის ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში მო­ი­ტა­ცეს, ოს­მა­ლეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მო­ნად გა­ყი­დეს. ეგ­ვიპ­ტის ქარ­თვე­ლი მამ­ლუ­ქე­ბი (მათ შო­რის, მუ­რად ბეი და იბ­რა­ჰიმ ბეი) აქ­ტი­უ­რად ყი­დუ­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­ნებს და შა­ჰი­ნიც, ალ­ბათ, ერთი იმათ­გა­ნი იყო, ვინც რო­მე­ლი­მე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მამ­ლუ­ქი ბეის ამა­ლა­ში აღ­მოჩ­ნდა. ამ დრო­ი­სათ­ვის იგი უკვე გა­მუს­ლი­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ახალ სა­ხელ­საც ატა­რებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, შა­ჰი­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი უც­ნო­ბია.1798 წლის 1 ივ­ლისს ეგ­ვიპ­ტე­ში ფრან­გე­ბი გა­დას­ხდნენ, ქა­ლა­ქი ალექ­სან­დრია და­ი­კა­ვეს და შემ­დეგ კა­ი­როს­კენ და­იძ­რნენ. მტრის შე­მოჭ­რი­დან ოთხი დღის თავ­ზე (5 ივ­ლი­სი) შა­ჰინ­მა ზურ­გი შე­აქ­ცია მამ­ლუ­ქებს და ფრან­გებს შე­უ­ერ­თდა... მის­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, 22 ივ­ლისს ფრან­გებ­მა კა­ი­როს მი­და­მო­ებ­ში მამ­ლუ­ქებ­ზე ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მეს, ეგ­ვიპ­ტის დე­და­ქა­ლა­ქი და­ი­კა­ვეს და ქვეყ­ნის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბას შე­უდ­გნენ. შა­ჰი­ნი მალე და­წი­ნა­ურ­და ფრან­გთა სამ­სა­ხურ­ში და 1799 წლის ნო­ემ­ბერ­ში მან უკვე უნ­ტერ-ოფიც­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო. ეგ­ვიპ­ტი­დან ნა­პო­ლე­ო­ნის გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, შა­ჰინ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ოს­მა­ლე­ბის, მამ­ლუ­ქე­ბი­სა და ბრი­ტა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და 1800 წლის 20 მარტს ჰე­ლი­ო­პო­ლის­თან ბრძო­ლა­ში თავი გა­მო­ი­ჩი­ნა. შა­ჰინს ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე უჭირ­და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნილ­მა მა­მა­ცო­ბამ მას ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მო­უ­პო­ვა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
1801 წლის მი­წუ­რულს შა­ჰი­ნი, სხვა ეგ­ვიპ­ტელ ლტოლ­ვი­ლებ­თან ერ­თად, საფ­რან­გეთ­ში ჩა­ვი­და და მალე მამ­ლუქ­თა ეს­კად­რონ­ში მე­ო­რე ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბით ჩა­ი­რი­ცხა. ამ ახ­ლად და­არ­სე­ბულ ქვე­და­ნა­ყოფ­ში სხვა­დას­ხვა წარ­მო­შო­ბის მამ­ლუ­ქებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა უკვე შე­იმ­ჩნე­ო­და, რაც ეგ­ვიპ­ტე­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავ­და. ეს­კად­რო­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად კოპ­ტე­ბი­სა და სი­რი­ე­ლე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მო­ექ­ცა, რა­მაც ქარ­თველ, სო­მეხ და ბერ­ძენ მამ­ლუ­ქებს შო­რის დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. 1802 წლის ივ­ნის­ში შა­ჰი­ნი იყო ერთ-ერთი იმ მამ­ლუ­ქი ოფიც­რე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც პი­რა­დად მი­წე­რეს გე­ნე­რალ რაპს და აუ­წყეს ეს­კად­რონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა; ისი­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათ "წი­ნამ­ძღო­ლებს არ ეს­მო­დათ ფრან­გუ­ლი სამ­ხედ­რო საქ­მე". ამ მამ­ლუ­ქებ­მა უფ­რო­სო­ბის გა­და­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­დად­გო­მით იმუქ­რე­ბოდ­ნენ. მათი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს და ახ­ლად რე­ორ­გა­ნი­ზე­ბულ ეს­კად­რონ­ში კავ­კა­სი­ელ­მა მამ­ლუ­ქებ­მა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ი­კა­ვეს. მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შა­ჰი­ნი მამ­ლუქ­თა ასე­ულ­ში წარ­მა­ტე­ბით მსა­ხუ­რობ­და. 1804 წლის 14 ივ­ნისს იგი და­ჯილ­დოვ­და საფ­რან­გე­თის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი, სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნით.
- რა მო­მენ­ტია ასა­ხუ­ლი გოას ნა­ხატ­ზე?
- ტი­ლო­ზე 1808 წლის 2 მა­ი­სის მად­რი­დია გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც "მამ­ლუქ­თა იე­რი­შის" სა­ხე­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი და მამ­ლუქ­თა ერთი ნა­წი­ლის გა­აფ­თრე­ბულ ბრძო­ლას ეს­პა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ასა­ხავს. შა­ჰი­ნი ამ ხოც­ვა-ჟლეტვის შუ­ა­გულ­ში იყო და გზა მე­ამ­ბო­ხე ეს­პა­ნელ­თა შო­რის ხმლით გა­ი­კა­ფა; ერთ მო­მენ­ტში ეს­პა­ნე­ლე­ბი გე­ნე­რალ პიერ დო­მე­ნილს და­ე­დევ­ნენ, მო­უკ­ლეს ცხე­ნი და თვით გე­ნე­რალ­საც მო­უ­ღებ­დნენ ბო­ლოს რომ არა შა­ჰი­ნი, რო­მე­ლიც გა­და­ე­ღო­ბა მათ და ხმლით გან­გმი­რა მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი; შა­ჰი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე და­იჭ­რა, მათ შო­რის სა­ხის არე­ში და თავ­ში და ბრძო­ლის და­სას­რულს, სა­ხე­ზე სის­ხლით და­ფა­რუ­ლი, ძლივს ხე­დავ­და იქა­უ­რო­ბას. გან­რის­ხე­ბულ­მა მამ­ლუ­ქებ­მა სას­ტი­კი შური იძი­ეს ეს­პა­ნე­ლებ­ზე და ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა და ასა­კი­სა, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს; ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ხოც­ვა-ჟლეტ­ვა მოხ­და კალე სან ჟე­რო­ნი­მოს­თან, სა­დაც მამ­ლუ­ქებ­მა თა­ვი­ან­თი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი გვა­მე­ბი იპო­ვეს და სა­პა­სუ­ხოდ, ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბებ­ში მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ჩათ­ვლით, გაჟ­ლი­ტეს.
- რო­გორ დას­რულ­და შა­ჰი­ნის საბ­რძო­ლო კა­რი­ე­რა?
- 1814 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, პა­რიზ­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბის შეს­ვლი­სა და ნა­პო­ლე­ო­ნის ტახ­ტი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ, შა­ჰი­ნის 15 წლი­ა­ნი საბ­რძო­ლო კა­რი­ე­რა დას­რულ­და. ამ დრო­ი­სათ­ვის ის მთელ ფრან­გულ ჯარ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ვაჟ­კა­ცი მე­ომ­რის სა­ხელს ატა­რებ­და, ხოლო მისი სახე და სხე­უ­ლი ორ­მოც­ზე მეტი ნა­ი­ა­რე­ვით იყო და­სე­რი­ლი. ნა­პო­ლე­ო­ნის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, შა­ჰი­ნი დაბა მე­ლუნ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც მე­უღ­ლის ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ოჯა­ხუ­რი იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, ვი­ნა­ი­დან 1815 წლის მარტს ნა­პო­ლე­ო­ნი საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და და ძა­ლა­უფ­ლე­ბა კვლავ ხელ­ში ჩა­იგ­დო. ივ­ნის­ში შა­ჰი­ნი სამ­ხედ­რო ას­პა­რეზს და­უბ­რუნ­და და თა­ვი­სი ძვე­ლი ნაც­ნო­ბის, გე­ნე­რალ ლე­ფევრ-დე­ნუ­ე­ტის ადი­უ­ტან­ტი გახ­და, თუმ­ცა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მან მხო­ლოდ ორი თვე გა­ა­ტა­რა. ვა­ტერ­ლო­ოს­თან ნა­პო­ლე­ო­ნის და­მარ­ცხე­ბა და ბურ­ბონ­თა დი­ნას­ტი­ის დაბ­რუ­ნე­ბა შა­ჰი­ნი­სათ­ვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. 1815 წლის 1 აგ­ვის­ტოს მან კვლავ და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.
მა­მა­ცი მამ­ლუ­ქი, რო­მელ­მაც საფ­რან­გეთს თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შე­ა­ლია, მე­ლუნ­ში მომ­ჭირ­ნედ ცხოვ­რობ­და. 1818 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ნა­პო­ლე­ო­ნის ყო­ფი­ლი გე­ნერ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით მან საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მოჰ­ყვა კა­პიტ­ნის წო­დე­ბის (ეს­კად­რო­ნის შე­ფის რან­გით) აღ­დგე­ნა, რის შე­დე­გად შა­ჰინს სამ­ხედ­რო პენ­სია და­ე­ნიშ­ნა.
მომ­დევ­ნო ოცი წელი შა­ჰინ­მა მე­ლუნ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მშვი­დად ცხოვ­რობ­და. ქა­ლაქ­ში მამ­ლუქ­თა მოზ­რდი­ლი სათ­ვის­ტო­მო არ­სე­ბობ­და, რომ­ლის წევრთა შო­რის შა­ჰი­ნის რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მებ­რძო­ლიც იყო. 1830 წელს საფ­რან­გე­თის მე­ფემ შარლ X ბურ­ბონ­მა ომი გა­მო­უ­ცხა­და ალ­ჟი­რის დეის და ჩრდი­ლო აფ­რი­კა­ში სა­ექ­სპე­დი­ციო კორ­პუ­სი გაგ­ზავ­ნა. სა­ექ­სპე­დი­ციო ძა­ლებ­ში მი­იწ­ვი­ეს მამ­ლუ­ქე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ფლობ­დნენ არა­ბულ ენას და ფრან­გულ ჯარს ხელს უწყობ­დნენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მიწ­ვე­ულ მამ­ლუქ­თა შო­რის იყო 54 წლის შა­ჰი­ნიც, რო­მელ­მაც 1830 წლის 25 მა­ისს და­ტო­ვა საფ­რან­გე­თის ნა­პი­რი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო საფ­რან­გე­თის მიერ ალ­ჟი­რის და­პყრო­ბა­ში. იგი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე რან­გის ფრან­გულ გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში თარ­ჯიმ­ნის და მრჩევ­ლის სტა­ტუ­სით მსა­ხუ­რობ­და.
შა­ჰი­ნი ავად­მყო­ფო­ბის გამო, მალე და­ემ­შვი­დო­ბა სამ­ხედ­რო ას­პა­რეზს და სახ­ლში დაბ­რუნ­და. ალ­ჟი­რის ომის შემ­დეგ მან კი­დევ რვა წელი იცო­ცხლა და 1838 წლის 12 მა­ისს მე­ლუნ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­საფ­ლა­ო­ზე და­ა­საფ­ლა­ვეს, სა­ი­და­ნაც, მე­უღ­ლის მო­თხოვ­ნით, 1862 წელს გა­და­ას­ვე­ნეს ქა­ლა­ქის ახალ სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.
ambebi.ge

CNN: პუტინის ჯინაზე, ეწვიეთ საქართველოს

"პუტინის ჯინაზე, ეწვიეთ საქართველოს", - ამ სათაურით სტატიას ამერიკული CNN აქვეყნებს. 
"ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, დამსვენებლებო, სანაპირო დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო, ისტორიკოსებო, თუ ვინმე ეძებთ თავგადასავალს, თქვენ საქართველოს სჭირდებით. ახლა სწორედ ის დროა, რომ შავი ზღვის ეს პატარა ერი იხილოთ, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს. ისინი კი, ვინც უკვე იყვნენ, დროა ქვეყანაში დაბრუნდნენ“,- წერს CNN-ი.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებენ და არაფერს ერჩიან რუს ხალხს. 
"თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს, დასაჯოს და დაამარცხოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან“,- წერია სტატიაში. ამავე ცნობით, კრემლის ლიდერს ეშინია საპროტესტო მუხტი რუსეთშიც არ გავრცელდეს.
"საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული, მამაცი და ხანდახან მწარეა. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ქართველი ხალხი დღეს გამოხატვის თავისუფლების წყალობით ღია დებატებს მართავს. ეს თავისუფლება პუტინს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ნებისმიერი ჯარი“,- წერს CNN-ი.
20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ილია მეორე: მშვიდობა აუცილებელია ადამიანისთვის და ქვეყნისთვის

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა რთულ დროსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე იქადაგა.
პატრიარქის თქმით,  კაცობრიობა მეტად რთულ დროს ცხოვრობს: 
„ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო.  ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით და ითხოვენ ახალ პირობებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი, სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს"

ილია მეორემ მრევლი დალოცა და ათონელი წმინდა მამების ხსენების დღე მიულოცა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კასპში, ჩანგილარის მოსახლეობა მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის გახსნას ითხოვს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. imedinews-ის ინფორმაციით, ადგილობრივები დღეს ავტობანთან შეიკრიბნენ და ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის გახსნა მოითხოვეს. 
ისინი ამბობენ რომ უკვე 15 დღეა ავტობანზე ამოსასვლელი გზის ორივე მხარეს მეტალის ზღუდეები მოეწყო. მოსახლეობას ავტობანზე მოსახვედრად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს.
ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა.
სიმონ გულედანის განმარტებით მრუდე გადასასვლელის მოწყობა ავტობანზე მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იქნება, ამიტომ საგზაო დეპარტამენტთან ერთად მოუწევთ მსჯელობა თუ რა ფორმით იქნება შესაძლებელი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Saturday, June 29, 2019

ყველაზე შოკისმომგვრელი აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

ჩამონათვალის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შტატი - ტეხასი დგას. თუ მოქალაქე მწემსობით არსი დაკავებული, მას ეკრძალება სხვისი საქონელის გამოწველა, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ღამის გათენება მოუწევს ციხეში. უკეთეს შემთხვევაში საქონელის პატრონისთვის სოლიდური თანხა გექნებათ გადასახდელი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში ბალიში ითვლება პასიურ იარაღად. მიზეზი ჩვენტვის უცნობია, თუმცა ბალიშის გამოყენების გამო, ათობით წყვილია გაშორებული.
მორიგი უცნაური აკრძალვა, ამჯერად საფრანგეთიდან. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი წარსული, მაგალითად ქვეყანაში უმაღლესი სასჯელი ისჯება ის პიროვნება, რომელიც ღორს ნაპოლეონის სახელს არქმევს.
Stiletto -ტიპის მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი ქვეყნის კულტურულ ადგილებში იკრძალება.
მონარქიული მმართველობა უცნაური აკრძალვებით გამოირჩევა, მაგრამ ინგლისში კიდევ ერთი საინტერესო აკრძალვა არსებობს: ხალიჩები აუცილებლად დილის 8 საათამდე უნდა გარეცხოთ, ხოლო ასევე დილის 7-10 საათამდე პოლიციის ნებართვის გარეშე პირუტყვის საძოვარზე წაყვანაც იკრძალება. მატარებლის ბაქნებზე კოცნა აკრძალულია, ამისთვის სპეციალური ნიშანიც არის მიმაგრებული.
სინგაპური მოწინავე ქვეყანაა იმ ქვეყნებს შორის, სადაც გარემოს მკაცრად იცავენ.ამ ქვეყანაში სასტიკად იკრძალება საღეჭი რეზინის ძირს დაგდება, გარდა ამისა, მარკეტების 95% მსგავსი პროდუქცია არ იყიდება.
შვეიცარიაში მამაკაცებს საღამოს 10 საათის შემდგომ საჯარო საპირფარეშოებში, რომლებშიც არ არის უნიატაზები განთავსებული შესვლა ეკრძალებათ. ანუ გამოდის, რომ ფეხზე დგომილა მოშარდვა ფულადი ჯარიმის ტოლფასია.
2008 წლიდან მიღებული კანონის თანახმად, იაპონიაში სერიოზული ჯარიმები დაწესდა. ეს კანონი შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც ჭარბწონიანობისკენ ააქვთ მიდრეკილება. გამოდის, რომ ქვეყანაში ყველამ უნდა დაიცვას დიეტა, ათა საშუალო პარამეტრები მაინც დააკმაყოფილონ. თუმცა კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცოტა ჭარბწონიანი ადამიანი ზუსტად იაპონიაში ცხოვრობს.
2008 წლიდან მიღებული კანონების თანახმად, იტალიის ქალაქ ვენეციაში მდებარე სან მარკოს მოედანზე მტრედების გამოკვება აიკრძალა, რადგან ფრინველები ღირსშესანიშნაობებს აფუჭებენ. ვენეციასთან ახლომდებარე ქალაქ ერაკლეაში აიკრძალა ქვიშის ქანდაკებების აშენება, რადგან მოქალაქეებს სეირნობის დროს ხელს უშლის. ქალაქ ებოლიში ავტომობილში სექსი და კოცნა აიკრძალა, ხოლო კაპრის კუნძულზე ხმაურის გამომწვევი ფეხსაცმელების ტარება.
ტაილანდში ბუდიზმი უმთავრეს როლს ასრულებს, ქვეყნის პოლიტიკაც რელიგიური ტრადიციების მიმდევარია. აქედან გამომიდინარე ქვეყანაში საბოლოოდ აიკრძალა საცვლების გარეშე სიარული. ყველა მოქალაქეს აუცილებლად უნდა ეცვას საცვლები, თუ საპირისპირო შეიმჩნევა, ფულადი ჯარიმა გარდაუვალია
intermedia.ge

მედია: მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგოს საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს

მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს, რომელმაც ქართველ გოგოს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, - წერს იტალიური მედია.
27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ორი თვის წინ კი გარდაცვლილი იპოვეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად ყველა აბიტურიენტის უფლება დაცული იქნება

საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.
„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შექმნილ პრობლემებზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა არაერთმა აბიტურიენტმა და მათმა ახლობელმა გააკეთა განცხადება. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებოდათ და განათლების სამინისტროს სთხოვდნენ, რომ გამოცდები მათთვის გადაევადებინათ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე 27 ივნისს 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გაატარებენ ადამიანებს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება კი ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე ადამიანებს.
დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, საქართველოში იმართება პროვოკაციული ხასიათის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას ეხება. მათ შორის აქციებია ზუგდიდშიც. 
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გამოიჩინონ კონსტრუქციულობა, ასევე შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
imedinews.ge

კაცმა, რომელიც შარლოსტვილში ხალხის მასაში შევარდა და ადამიანი მოკლა, თავისი საქციელი მოინანია

ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ვირჯინიის ქალაქ შარლოსტვილში ხალხის მასაში შევარდა და ადამიანი მოკლა, თავისი საქციელი მოინანია. ამის შესახებ BBC წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

22 წლის ჯეიმს ალექს ფილდს სასამართლომ სამუდო პატიმრობა მიუსაჯა. მისმა ქცევამ 32 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა.
ყველაფერი 2017 წელს შტატ ვირჯინიის ქალაქ შარლოსტვილში 12 გვისტოს თეთრკანიანი ნაციონალისტების საპროტესტო აქციით დაიწყო. ნაციონალისტების პროტესტი ქალაქის საბჭოს იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომის გენერლის, მონობის მომხრე რობერტ ლის ქანდაკების აღებას გულისხმობდა. რობერტ ლი კონფედერაციის ძალებს სამოქალაქო ომის დროს 1861-1865 წლებში სარდლობდა.
საპროტესტო აქცია შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნაციონალისტებს ანტი-რასისტული ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ნაციონალისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი კონტრაქციაზე მანქანით შეიჭრა და აქციის მონაწილეებს გადაუარა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ჯეიმს ალექს ფილდსი იმ მანქანის მძღოლი იყო, რომლიც კონტრაქციის მონაწილეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.
ფილდი მაშინ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა

ორი თვის წინ, მი­ლან­ში გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას, იზა ქავ­თა­რა­ძის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია აფ­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად მო­ჰა­მე­დი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰე­რო­ი­ნის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

29 მარტს, როცა მი­ლან­ში, მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლში ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს, იტა­ლი­უ­რი მე­დია გა­მოთ­ქვამ­და ეჭვს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი "ჰე­რო­ი­ნის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი იყო", რად­გან ნო­მერ­ში ერთჯე­რა­დი შპ­რი­ცე­ბი, კოვ­ზი და ჰე­რო­ი­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც მა­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ებ­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბა გახ­და, რა­საც იზას ოჯა­ხის წევ­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­დნენ.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

milano.repubblica.it წერს, რომ 37 წლის მო­ჰა­მედ კაგ­ბო წარ­მო­შო­ბით სი­ე­რა ლე­ო­ნე­და­ნაა და სწო­რედ მან მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იზა ქავ­თა­რა­ძე "მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა იყო".

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აფ­რი­კე­ლი ნარ­კო­დი­ლე­რი ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია. პო­ლი­ცი­ამ ის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვედ ცნო იზა ქავ­თა­რა­ძის - იზა­ბე­ლის (რო­გორც მას იტა­ლი­ა­ში იც­ნობ­დნენ) სიკ­ვდილ­ში.
lastampa.it გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ გო­გო­ნამ მო­ჰა­მედ კაგ­ბო 2019 წლის იან­ვარ­ში გა­იც­ნო. იზა ქავ­თა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს, ქალი და მა­მა­კა­ცი ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­ტუმ­რო­ში, შემ­დეგ გო­გო­ნა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე დაბ­რუნ­და, სა­დაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლე­ტა­ლუ­რი დოზა მი­ი­ღო და შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ კაგ­ბოს, რო­მე­ლიც საქ­მე­ში ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო. ბო­ლოს ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.
27 წლის იზა ქავ­თა­რა­ძე ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სას­წავ­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ.
რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში გო­გო­ნას მა­მი­და ამ­ბობ­და, გო­გო­ნა იტა­ლი­ა­ში ოჯახ­ში ბავ­შვის ძი­ძად მუ­შა­ობ­და და თან სწავ­ლობ­და. ნარ­კო­ტი­კებ­თან მის კავ­შირს კი ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და.
AMBEBI.GE ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს გარ­დაც­ვლი­ლი იზა ქავ­თა­რა­ძის ოჯახს და გა­არ­კვი­ოს, აქვთ თუ არა მათ ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ambebi.ge

ოფიციალურად - მბაპემ „პსჟ“-ს უარი უთხრა!

ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გეგმა აქტიურად ამუშავდა...

ფრანგული კლუბის მფლობელმა, ალ ჰელაიფიმ კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა იმისათვის, რომ ყველა სპეკულაციისთვის წერტილი დაესვა და მადრიდის „რეალისთვის“ შანსები აღარ დაეტოვებინა, მაგრმა მბაპემ გადაწყვეტილებამ დიდი არეულობა გამოიწვია.

ახალგაზრდა ფრანგმა თავდამსხმელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „პსჟ“-სთან კონტრაქტს არ გაახანგრლიძვებს და არც გაუმჯობესებული პირობები სურს.

კილიანის გადაწყვეტილებაში კარგად სჩანს ფლორენტინო პერესის გეგმა, რომელიც ფრანგის დამატებას 2020 წლის ზაფხულში აპირებს. ფლორენტინოსთან შეთანხმების მიხედვით, მბაპეს მთავარი მოვალეობა ახალ კონტრაქტზე უარის თქმა იყო, რაც მსოფლიო ჩემპიონმა შეასრულა კიდეც.

„მარკა“ იუწყება, რომ კილიანის გადაწყვეტილებამ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა და ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, კილიანის ტრანსფერი წელსვე შედგეს.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


საფრანგეთში რეკორდული სიცხეა. დაფიქსირდა 45.9°C

საფრანგეთში რეკორდული სიცხეა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45.9C მიაღწია. ამის შესახებ BBC წერს.
განსაკუთრებული სიცხე ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია, სადაც 2003 წელს ძლიერმა სიცხემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საფრანგეთში სასწავლო პროცესი შეწყდა, დახურულია სკოლები.
წელს ევროპაში რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 45°C-ს მიაღწევს. გერმანიასა და იტალიაში კი 40°C-ს ქვემოთ შენარჩუნდება.
ცხელი ჰაერის მასები ევროპის მიმართულებით საჰარიდან წავიდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4-ბალიანი შტორმი. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში.
"კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები",- წერია განცხადებაში.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში