Wednesday, June 19, 2019

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონზე სამ მატჩს გამოტოვებს

ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 
UEFA მატჩების გამოტოვების ინიციატივით აპრილში გამოვიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა. 
UEFA-ს განცხადებით, ფეხბურთელი პარისენჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის შეხვედრისას მსაჯის მიმართ შეურაცხყოფისთვის დაისაჯა. 
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ ნეიმარმა შეხვედრის მსაჯობას სამარცხვინო უწოდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა.
მესიმ ბრაზილიელი ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა.
imedinews.ge
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment