Thursday, June 27, 2019

პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ბრაზილელ სერჟანტს 39 კგ კოკაინი აღმოაჩნდა

ესპანეთში ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალების სერჟანტი დააკავეს, რომლიც 39 კილოგრამი კოკაინის გადატანაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ბრაზილიის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით CNN-ი წერს. 
38 წლის მანუელ სილვა როდრიგესი 25 ივნისს სევილიას აეროპორტში ბრაზილიის პრეზიდენტის სათადარიგო თვითმფრინავში დააკავეს, რომელიც ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე მიფრინავდა. თავად პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით მგზავრობდა, რომელიც საწვავის შესავსებად ლისაბონში დაეშვა.
თავად პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი გუნდი ნარკოტიკების გადატანასთან არაფერ კავშირშია. ამასთან, პირველმა პირმა მომხდარის გამოძიება და დამნაშავის დასჯა მოითხოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment