Wednesday, June 19, 2019

„თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია ტარდება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაიხუროს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ასევე არ ჩატარდეს დაგეგმილი ღონისძიებები.
ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქო უკვე მესამე განცხადებას ავრცელებს. 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ლგბტ მცირე ჯგუფის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის არაერთ ძალას სურს.
14 ივნისს კი საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც. 
კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.
imedinews.ge
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment