Tuesday, June 25, 2019

მამუკა მდინარაძე - ნიკა მელია, დაჯექი! შენ ხარ ამ ქვეყანის მთავარი უბედურება სააკაშვილთან ერთად

ნიკა მელია, დაჯექი! შენ ხარ ამ ქვეყანის მთავარი უბედურება სააკაშვილთან ერთად, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დასაწყისშივე მოხდა.
„ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ დესტრუქციის, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს. სხვა მიზანი მათ არ აქვთ და ძალიან გთხოვთ, ვიდრე ასეთ ფრთიან ფრაზებს ისვრით, პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე, რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოყვა ის საშინელება, რასაც მოყვა ის საშინელება, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ! ნუ კივიხართ! არ მოგწონთ , ხომ ეს ამბავი! რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია! როგორ გინდათ გადატრიალება ამ ქვეყნაში, ეს გინდათ, მეტი მიზანი არ გაქვთ. ნიკა მელია, შენ დაჯექი! შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყანის მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას.
interpressnews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment