Wednesday, June 26, 2019

პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს

პარ­ლა­მენ­ტმა ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის თან­ხმო­ბის მი­ცე­მის სა­კითხს მხა­რი და­უ­ჭი­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დად­გე­ნი­ლე­ბა დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე 91 ხმით, არც ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს. ამით ნი­კა­ნორ მე­ლი­ას დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი შე­უ­ჩერ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­ი­დან პლე­ნა­რულ სხდო­მას მხო­ლოდ ნიკა მე­ლი­ა­ეს­წრე­ბო­და. ოპო­ზი­ცი­ის სხვა წევ­რე­ბი ბო­ი­კო­ტის ნიშ­ნად სხდო­მას არ დას­წრე­ბი­ან. რო­გორც „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი, ასე­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მარ­თვას თან არ ახ­ლდა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე ნე­ბარ­თვას ითხოვ­და.
პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკა მე­ლი­ას ბრალს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უშიშ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში სდებს. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მან შეს­ძლო და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვებ­ზე ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმა­ში.
გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის შე­ფა­სე­ბით, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ზეა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­პუ­ტა­ტის და­კა­ვე­ბა­ზე ან და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტის მიერ თან­ხმო­ბის მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და­კა­ვე­ბის ან და­პა­ტიმ­რე­ბის პე­რი­ო­დით შე­უ­ჩერ­დე­ბა.
პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და­კა­ვე­ბა ან და­პა­ტიმ­რე­ბა, ასე­ვე მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან სა­მუ­შაო ად­გი­ლის, მან­ქა­ნის ან პი­რა­დი გა­ჩხრე­კა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბით შე­იძ­ლე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სია და­ნა­შა­ულ­ზე წას­წრე­ბის შემ­თხვე­ვა, რაც პარ­ლა­მენტს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა ეც­ნო­ბოს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment