Friday, June 21, 2019

აქციაზე დაკავებულებიდან 14-ს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება. დაკავებულებიდან 14 ადამიანს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
გდაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკონ.
"აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე - 126,"- წერია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment