Thursday, June 20, 2019

„რუსეთუმეებო, ყარხართ“ - ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები: "რუსეთი ოკუპანტია", "რუსეთუმეებო, ყარხართ", "სირცხვილია".
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ისინი აცხადებენ, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც პირადად აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. მათივე თქმით, გავრილოვი აფხაზეთის ომის მონაწილეა. მოქალაქეები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, ისინი მოითხოვენ, რომ რუსი დეპუტატების დეპორტაცია დაუყოვნებლივ განხორციელდეს და ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოხდეს.
ბათუმში აქცია 19:00 საათზეც იგეგმება.
საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში, თბილისში გამართულ აქციაზე კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 
პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. 
პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment