Saturday, June 29, 2019

მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა

ორი თვის წინ, მი­ლან­ში გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას, იზა ქავ­თა­რა­ძის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია აფ­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად მო­ჰა­მე­დი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰე­რო­ი­ნის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

29 მარტს, როცა მი­ლან­ში, მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლში ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს, იტა­ლი­უ­რი მე­დია გა­მოთ­ქვამ­და ეჭვს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი "ჰე­რო­ი­ნის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი იყო", რად­გან ნო­მერ­ში ერთჯე­რა­დი შპ­რი­ცე­ბი, კოვ­ზი და ჰე­რო­ი­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც მა­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ებ­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბა გახ­და, რა­საც იზას ოჯა­ხის წევ­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­დნენ.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

milano.repubblica.it წერს, რომ 37 წლის მო­ჰა­მედ კაგ­ბო წარ­მო­შო­ბით სი­ე­რა ლე­ო­ნე­და­ნაა და სწო­რედ მან მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იზა ქავ­თა­რა­ძე "მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა იყო".

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აფ­რი­კე­ლი ნარ­კო­დი­ლე­რი ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია. პო­ლი­ცი­ამ ის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვედ ცნო იზა ქავ­თა­რა­ძის - იზა­ბე­ლის (რო­გორც მას იტა­ლი­ა­ში იც­ნობ­დნენ) სიკ­ვდილ­ში.
lastampa.it გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ გო­გო­ნამ მო­ჰა­მედ კაგ­ბო 2019 წლის იან­ვარ­ში გა­იც­ნო. იზა ქავ­თა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს, ქალი და მა­მა­კა­ცი ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­ტუმ­რო­ში, შემ­დეგ გო­გო­ნა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე დაბ­რუნ­და, სა­დაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლე­ტა­ლუ­რი დოზა მი­ი­ღო და შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ კაგ­ბოს, რო­მე­ლიც საქ­მე­ში ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო. ბო­ლოს ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.
27 წლის იზა ქავ­თა­რა­ძე ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სას­წავ­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ.
რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში გო­გო­ნას მა­მი­და ამ­ბობ­და, გო­გო­ნა იტა­ლი­ა­ში ოჯახ­ში ბავ­შვის ძი­ძად მუ­შა­ობ­და და თან სწავ­ლობ­და. ნარ­კო­ტი­კებ­თან მის კავ­შირს კი ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და.
AMBEBI.GE ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს გარ­დაც­ვლი­ლი იზა ქავ­თა­რა­ძის ოჯახს და გა­არ­კვი­ოს, აქვთ თუ არა მათ ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment