საქართველოში გუშინ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას, დემონტრანტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებას, რომელიც ძალის გამოყენებით დასრულდა, რუსული მედია ეხმაურება. „გადატრიალების მცდელობა“ - ამ სათაურით აქვს გატანილი ამბავი Russia Today-ს. თბილისის ცენტრში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა „რასია სევოდნია“-სა და ტელეკომპანია Russia Today მთავარი რედაქტრი მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული დემოკრატიისთვის თვალის დევნება ძალიან ამაღელვებელია.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„როგორი ამაღელვებელია თვალის მიდევნება ქართული დემოკრატიისთვის-ვაშინგტონურად - თავისი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით - თანაც პირდაპირ სისხლიანი დიქტატურის ბუნაგიდან, სადაც საპროტესტო აქციებზე ცრემლსადენი გაზი უკვე 10 წელზე მეტია არ გამოუყენებიათ“, - დაწერა რედაქტორმა ტელეგრამის საკუთარ არხზე.
რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“, იმ ადამიანებს, რომლებმაც გუშინ სერგეი გავრილოვს ქვეყნის სპიკერის ტრიბუნიდან სესიის წაყვანაში ხელი შეუშალეს, „რადიკალებს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ გავრილოვის თქმით, მას რადიკალებმა წყალი გადაასხეს და დოკუმენტების წართმევას ცდილობდნენ.
გამოცემა „ნოვაია გაზეტამ" საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს პირველი გვერდი მიუძღვნა, ონლაინ გამოცემის გახსნისთანავე საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტომაასალაა გამოტანილი. რუსული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შედეგად რუსი ჟურნალისტებიც დაშავდნენ, რომლებიც მოვლენებს ადგილიდან აშუქებდნენ.
საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე დასავლური პრესაც წერს. მასშტაბურ დემონსტრაციებსა და სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის ფაქტს ვრცელი სტატიები მიუძღვნეს ისეთმა მსხვილმა გამოცემებმა და მედია ორგანიზაციებმა, როგორებიც CNN, BBC, Euronews, Reuters და Aljazeera-აა.
გამოცემებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ მოსახლეობა და პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილის დაკავებამ გააღიზიანა.
დასავლური მედია წერს, რომ რუსული გავლენა საქართველოსთვის ჯერ კიდევ რჩება პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად. ყველა გამოცემა თავის მკითხველს სტატიებში განუმარტავს, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე, თუმცა სისხლიანი ომი მოხდა რის შედეგადაც ახლა საქართველოს მიწების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, თბილისს კი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს. Euronews წერს, რომ საქართველო, რომელიც არის ენერგომატარებელი, იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment