Wednesday, June 26, 2019

მეცნიერები: ევროპაში რეკორდულმა სიცხემ შეიძლება ათასობით ადამიანი იმსხვერპლოს

ევროპელი მეცნიერები და მეტეოროლოგები ევროპაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება ათასობით ადამიანი იმსხვერპლოს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
ჰაერის ტემპერტურა განსაკუთრებით ევროპის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში აიწევს. პროგნოზების თანახმად, მადრიდში ტემპერატურა +40,6 გრადუსამდე გაიზრდება, საფრანგეთში კი +45-ს მიაღწევს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში მოსალოდნელი სიცხის გამო ათობით სკოლა დაიხურა. 2003 წელს სიცხეს ევროპის ქვეყნებში 70 000 ადამიანი ემსხვერპლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment